საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობა
—საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქცია
 
— განცხადება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეობის კანდიდატთათვის
 
განცხადება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეობის კანდიდატთათვის

    
     (საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისო, სამთავრობოთაშორისო) ორგანიზაციებისათვის, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, მასთან გათანაბრებული დაწესებულებებისათვის და საკონსულო დაწესებულებებისათვის; “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროებისთვის; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისათვის (მერიები); საქართველოს საპატრიარქოსთვის)

 

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 21 ოქტომბრის #679 ბრძანებით
"ოქროს სიაში“ გაწევრიანებისათვის პირობები გამარტივდა

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბიზნესსექტორთან დიალოგის ფარგლებში, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტიორებს საბაჟო პროცედურებს კიდევ უფრო გაუმარტივებს და დაუზოგავს დანახარჯებს.
შემოსავლების სამსახური საბაჟო-სავაჭრო პარტნიორობის პროგრამაში (ოქროს სიაში) მონაწილის სტატუსის პირობებს ამარტივებს. 
ახალი, გამარტივებული პირობების მიხედვით:

• იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების წლიური მაღალი მაჩვენებელი - 10.0 მლნ ლარი, შემცირდა 5.0 მლნ ლარამდე;
• გადახდილი იმპორტის გადასახდელების წლიური ოდენობის მაღალი მაჩვენებელი 1.8 მლნ ლარი შემცირდა 900 000 ლარამდე;
• არააქციზურ საქონელზე საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საერთო გარანტია 100 000 ევროს ოდენობით - განულდა;
• აქციზურ საქონელზე საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის საერთო გარანტია 500 000 ევრო, შემცირდა 100 000 ლარამდე;
• კანდიდატის მიმართ დაწესებული მოთხოვნა, რომ საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭებამდე ერთი წლის განმავლობში არ ჰქონოდა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევევები, შემცირდა 6 თვემდე ვადით;
• განისაზღვრა, რომ ეს პირობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გატანილი ან გამოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ პირობების გამარტივების შემდეგ ,,ოქროს სიაში” გაწევრიანების სურვილს კიდევ უფრო მეტი კომპანია გამოთქვამს და პროგრამა უფრო მიმზიდველი გახდება იმპორტიორებისათვის, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მათი დროისა და დანახარჯების დაზოგვას, საბაჟო რესურსების ოპტიმიზაციას და ზოგადად, საბაჟო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას, რადგან ანალოგიური პროგრამები მოქმედებს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში.