საქართველოს საჯარო სექტორში საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების“ დამკვიდრების მიზნით,  2010 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა, რომლის მნიშვნელობაც განპირობებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებითა და მისი დანერგვის შედეგად მიღებული პოტენციური სარგებლით. რეფორმის განხორციელება ხელს უწყობს შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას, შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების მეტად მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა შედგება შემდეგი სამი კომპონენტისგან:

  • მენეჯმენტი და მენეჯმენტის კონტროლი - ფინანსური მართვა და კონტროლი (FMC)
  • დამოუკიდებელი - მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა - შიდა აუდიტი (IA)
  • PIFC სისტემის კოორდინატორი - ჰარმონიზაციის ცენტრი (CHU)


ევროკავშირის მოდელის მიხედვით, როგორც ფინანსური მართვისა და კონტროლის, ასევე შიდა აუდიტის სისტემის განვითარებაზე, კოორდინაციასა და ჰარმონიზაციაზე, საქართველოს საჯარო სექტორში, პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი).

ჰარმონიზაციის ცენტრის მაკოორდინირებელი როლი მოითხოვს ურთიერთობას სისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ყველა საბიუჯეტო დაწესებულებასთან, საჯარო სამსახურის ბიუროსთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და რეფორმაში ჩართულ ყველა მხარესთან, რომელიც გავლენას ახდენს მის მიმდინარეობაზე. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის იმპლემენტაცია არის „საჯარო ფინანსების მართვის” (PFM) და „საჯარო ადმინისტრირების  რეფორმის” (PAR) ნაწილი.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ორი ელემენტიდან, თავდაპირველად, 2010 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო  შიდა აუდიტის ინსტიტუციის დანერგვა, დღეის  მდგომარეობით საჯარო სექტორში ჩამოყალიბებულია  100-ზე მეტი შიდა აუდიტის ერთეული, სადაც დასაქმებულია 450-მდე შიდა აუდიტორი.  ჰარმონიზაციის ცენტრის და დონორთა მხარდაჭერით შიდა აუდიტის სუბიექტები მუდმივი განვითარების რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციურ სრულყოფას.

2015 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო საჯარო სექტორში, რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვა, რომლის მიზანი არის თანამედროვე მენეჯერული სისტემების დანერგვა საჯარო მმართველობაში.

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის გამართულობა წარმოადგენს ერთგვარ ინდიკატორს დაწესებულების ეფექტიანად ფუნქციონირების შესაფასებლად. ამ სისტემის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროკავშირის ყველა წევრი და კანდიდატი ქვეყნისათვის.

 

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა