საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე ფინანსური მიმართულებით. ამ მიზნით შეიქმნა და ფუნქციონირებს სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია.

აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

აკადემია მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს საქართველოში არსებული საჭიროებები პროფესიული ცოდნის, უნარებისა და განვითარების მხრივ, ჩვენი მსმენელების, თანამშრომლების თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო და ღირებული ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გავრცელების გზით.

აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან. აკადემიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ფინანსები, ბიუჯეტირება, საგადასახადო ადმინისტრირება, ბუღალტერია, მენეჯმენტი, უცხო ენები და პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართული სხვა პროექტები.

 

 

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა