ფინანსთა მინისტრი ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა
თარიღი:
21-თებერვალი-2012
მიმდინარე წლის 21 თებერვალს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ადილბეგ კასიმალიევი ხელმძღვანელობდა.
სემინარი სახელმწიფო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის
თარიღი:
19-თებერვალი-2012
სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის ფარგლებში გუდაურსა და ბაკურიანში 10-12 და 17 -19 თებერვალს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო სემინარები, რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა საჯარო უწყებს წარმომადგენლები.
უნგრეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
თარიღი:
18-თებერვალი-2012
ბუდაპეშტში „საქართველოსა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა.
შემოსავლების სამსახურის განცხადება
თარიღი:
15-თებერვალი-2012
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აცხადებს შემდეგს:
MOF Academy - სასწავლო კომპლექსის გახსნა
თარიღი:
14-თებერვალი-2012
მიმდინარე წლის 14 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასწავლო კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაკეთდა და ის 160 მსმენელზეა გათვლილი. სასწავლო ცენტრი გახსნეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ.
16 თებერვალს უნგრეთთან შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდება
თარიღი:
14-თებერვალი-2012
მიმდინარე წლის 15-17 თებერვალს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში. მასთან ერთად ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებს დაესწრება ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე.
ერთიანი სავაჭრო ქსელი გააადვილებს ვაჭრობას და გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოში
თარიღი:
09-თებერვალი-2012
დღეს, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“, ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების შესახებ
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ე.წ სახალხო მკურნალ დომენტი გაგნიძის მიმართ
თარიღი:
09-თებერვალი-2012
უკანონო საექიმო, ფარმაცევტული და სამეწარმეო საქმიანობის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,დომენტი გაგნიძის სამკურნალო ცენტრი“-ს ხელმძღვანელ ე.წ. სახალხო მკურნალ დომენტი გაგნიძის მიმართ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თანამშრომლობის ახალ ეტაპი განიხილეს
თარიღი:
03-თებერვალი-2012
პარასკევს, 3 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეხვედრას უმასპინძლა
საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემა ინერგება
თარიღი:
03-თებერვალი-2012
საქართველოში აქციზური მარკების მართვის ელექტრონული სისტემა წლის ბოლომდე დაინერგება. ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარიულ კომპანიას - „SICPA Security Solutions SA“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა
ნავთობკომპანიების დაჯილდოვება
თარიღი:
03-თებერვალი-2012
მიმდინარე წლის 3 თებერვალს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გამართულ დაჯილდოებაზე, მთავარ ნომინაციაში - 2011 წლის შედეგებით ნავთობპროდუქტების სექტორში, ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დააჯილდოვა
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება შიდა აუდიტორებისთვის
თარიღი:
02-თებერვალი-2012
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შიდა აუდიტორთა ტრენინგები დაიწყო
შეხვედრა ბიზნესმენებთან
თარიღი:
31-იანვარი-2012
მიმდინარე წლის 31 იანვარს სასტუმროში „Radisson Blu Iveria“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა: „ეკონომიკური პერსპექტივები და პალატა 2012 წელს,“ რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესის 170-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო
GPRS სისტემის საკონტროლო - სალარო აპარატების შეძენის ვადა 5 დღეში იწურება
თარიღი:
27-იანვარი-2012
GPRS სისტემის საკონტროლო - სალარო აპარატების შეძენის ვადა პირველ თებერვალს იწურება. უკვე დარეგისტრირებულია 90 000-მდე სალარო აპარატი.
საბაჟოს საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს
თარიღი:
26-იანვარი-2012
საბაჟოს საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს