ფინანსთა მინისტრმა 25-ე არხის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას ხელი მოაწერა

თარიღი: 31-ოქტომბერი-2009

სახალხო დამცველთან მიღებული შეთანხმების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 25-ე არხის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილებას ხელის მოაწერა.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 29-ოქტომბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრები შედელი ქობალია, რომლის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა სხვადასხვა დასახელების 20 000 ცალამდე კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. აღნიშნული სიგარეტი საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ქართული აქციზური მარკების სავალდებულო დართვას. ასეულობით უაქციზო „ვაისროის“, „იავას“, „მონდიალის“, „კოსმოსის“ და სხვა სიგარეტების რეალიზაციით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი დიდი ოდენობით განისაზღრვება.

სუამის წევრი ქვეყნების საბაჟო უწყებათა წარმომადგენლების შეხვედრა თბილისში

თარიღი: 29-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს სასტუმროში „რედისონ სას ივერია” მუშაობა დაასრულა სუამის წევრი სახელმწიფოების „ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის” მმართველი კომიტეტის მე-11 სხდომამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საბაჟო ადმინისტრაციისა და სასაზღვრო კონტროლის უწყებების წარმომადგენლები.

ახალი ფორმები მებაჟეებისათვის

თარიღი: 28-ოქტომბერი-2009

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო მოხელეთა ფორმის დიზაინის შემუშავებისათვის ქვეყნის მასშტაბით კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულს, რომელსაც სპეციალური კომისია გამოავლენს, ფულადი პრემია 10 ათასი ლარი გადაეცემა.

სახაზინო ვალდებულებების N16 აუქციონის შედეგები

თარიღი: 28-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №16 აუქციონი.

ინვესტიციების ხელშეწყობისათვის საქართველოში

თარიღი: 27-ოქტომბერი-2009

საქართველოში ინვესტიციების სტიმულირებას ისახავს მიზნად, ქუვეითსა და მალტას შორის ხელმოწერილი შეთანხმებები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. ქვეყნისთვის ამგვარი შეთანხმებების მნიშვნელობაზე მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ზაზა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტები ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ელემენტია და ის წაახალისებს აღნიშნული ქვეყნების ინვესტორთა საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის წარმოებას ქუვეითსა და მალტაში. შეთანხმება წაახალისებს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის პროექტის მიმდინარეობა ფინანსთა სამინისტროში

თარიღი: 26-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა დონორი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააკეთა სპეციალური პრეზენტაცია, თუ რა სამუშაოები ჩატარდა სამინისტროში „სახელმწიფო ფინანსების რეფორმების პროექტის” ფარგლებში და როგორია სამომავლო გეგმები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი შვედეთში

თარიღი: 22-ოქტომბერი-2009

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტად იმყოფება შვედეთში, სადაც ხვდება შვედეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პერ იანსონს.

საზოგადოებრივი აზრი შემოსავლების სამსახურის მიმართ პოზიტიურად შეიცვალა

თარიღი: 21-ოქტომბერი-2009

ასეთი შედეგით დასრულდა გადამხდელთა გამოკითხვა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმენ დაინემიქსის” (human dynamics) პროექტის - „საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობა” დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ჩაატარა.

სახაზინო ვალდებულებების N14 და N15 აუქციონების შედეგები

თარიღი: 21-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 20-ოქტომბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს შოთა შარვაძე, ლაშა სარია, კახა ასლამაზაშვილი, ინდმეწარმე მიხეილ რეხვიაშვილი და შპს „ხოფას“ დამფუძნებელი და დირექტორი შოთა გათენაშვილი,

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 15-ოქტომბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მთავარი საქმეთა სამართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე დააკავეს სახელმწიფოს 100%–იანი წილით დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „სააქგეოსერვისის“ დირექტორი თეიმურაზ ბარაბაძე,

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 19-ოქტომბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის დამზადება–გამოყენების ფაქტზე დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე უშანგი მაკარაძე,

მსოფლიო ბანკი დადებით შეფასებას აძლევს "ეკონომიკური თავისუფლების აქტს"

თარიღი: 19-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროში შედგა მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორის ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვედრა მთავრობის წევრებთან, რომელზედაც განიხილეს ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით.

სახაზინო ვალდებულებების №13 აუქციონის შედეგები

თარიღი: 13-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №13 აუქციონი.

გადამხდელთა მომსახურების ცენტრი დედოფლისწყაროში

თარიღი: 13-ოქტომბერი-2009

დედოფლისწყაროში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მომსახურების სერვის ცენტრი გაიხსნა, რომელსაც დაესწრნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი.

„ოქროს სიაში” გაწევრიანებისთვის პირობები მარტივდება

თარიღი: 08-ოქტომბერი-2009

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო-სავაჭრო პარტნიორობის პროგრამაში (ოქროს სიაში) მონაწილის სტატუსის პირობებს გადახედა და მოთხოვნები გაამარტივა.

სახაზინო ვალდებულებების N11 და N12 აუქციონების შედეგები

თარიღი: 07-ოქტომბერი-2009

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.

იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრი შესრულდა

თარიღი: 05-ოქტომბერი-2009

საქართველოს 2009 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე) საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 983.9 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 4 004.1 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%.

„ნინოწმინდის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დასრულებულია

თარიღი: 02-ოქტომბერი-2009

„გუგუთის” საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დასრულდა კიდევ ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა. „ნინოწმინდის” საბაჟო ინფრასტრუქტურით, სწრაფი საბაჟო პროცედურებითა და ადმინისტრირებით უკვე თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ გახსნეს

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 01-ოქტომბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს თბილისის N9 პოლიკლინიკის ექიმი გიორგი ფესვიანიძე, რომელმაც ერთ–ერთ მოქალაქეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სტატუსის დადგენის სანაცვლოდ 1500 ლარი გამოსძალა.