ბორჯომის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის

თარიღი: 01-დეკემბერი-2008

საერთაშორისო დონორების მორიგი მხარდაჭერა საქართველოსთვის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით იწყება ბორჯომის მუნიციპალური წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

იანვარ-ნოემბრის ბიუჯეტის შესრულება(ოპერატიული მონაცემებით)

თარიღი: 03-დეკემბერი-2008

საქართველოს 2008 წლის იანვარ-ნოემბრის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 458.4 მლნ ლარით საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 943.97 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 109%, რაც 12%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.

ევროკომისია უსასყიდლო მხარდაჭერის სახით, საქართველოს 13 მლნ ევროს გამოუყოფს

თარიღი: 05-დეკემბერი-2008

ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ მოლაპარაკებებს საერთაშორისო დონორებთან ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში. მიმდინარე წლის 5 დეკემბერს სამინისტროში გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მსხვილ დონორთან - ევროკომისიასთან, ქვეყნისთვის 10.0 მლნ ევროს ოდენობის უსასყიდლო ფინანსური დახმარების თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა და ევროკომიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, პერ ეკლუნდმა.

ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 08-დეკემბერი-2008

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 374953103 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 58687005 ლარით ანუ 19%-ით მეტია (2007 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 316266098 ლარი)

საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით

თარიღი: 09-დეკემბერი-2008

2008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2,495,556 ათასი დოლარია.

საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებების განხილვა ამერიკის სავაჭრო პალატაში

თარიღი: 12-დეკემბერი-2008

საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობენ საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში მომზადებული ცვლილებების პროექტის აქტიურ საჯარო განხილვას. დოკუმენტზე დეპუტატები უკვე მსჯელობენ. პარალელურად, შეხვედრები იმართება სხვადასხვა ბიზნეს-საზოგადოებასთან.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი

თარიღი: 15-დეკემბერი-2008

2008 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვა 6 094.5 მლნ ლარს შეადგენს.

ტრეინინგები თემაზე: “წერის უნარ-ჩვევები”

თარიღი: 16-დეკემბერი-2008

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესების მართვის სამმართველოს ორგანიზებით, ევროკავშირის “საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი”-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-დან 19 დეკემბრის ჩათვლით, გაიმართება ტრეინინგი თემაზე: “წერის უნარ-ჩვევები”

2009 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები

თარიღი: 18-დეკემბერი-2008

გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი ეკონომიკური აქტივობის კლების საშიშროების წინაშე დგას, საქართველოს მთავრობის ყველა მოქმედება მიზნად ისახავს შენარჩუნდეს ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა, მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალის შექმნა, უცხოური დონორების მიერ შემოსული თანხების სწორი და ეფექტური მართვა

დონორთა მიერ საქართველოში შემოსული ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური ანგარიში

თარიღი: 18-დეკემბერი-2008

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (იხ. საერთაშორისო ურთიერთობების ლინკი) დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოში შემოსული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ სპეციალური ანგარიში განთავსდა, სადაც დეტალურადაა ასახული თუ რა პროექტებზე დაიხარჯება საერთაშორისო დახმარებებიდან მიღებული თანხები. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის ტრანსპარენტულობის გაზრდისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს

თარიღი: 19-დეკემბერი-2008

დონორები განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ამჯერად, ფინანსური დახმარებების ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა გერმანიის მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) თანხა ძირითადად მიიმართება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მხარდაჭერა

თარიღი: 19-დეკემბერი-2008

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიში,ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი და აშშ-ს კონგრესის დემოკრატიის მხარდაჭერის კომისიის ხუთწევრიანი დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პენსილვანიის შტატიდან დემოკრატი კონგრესმენი ალისონ შვორცი, შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს და გამოაცხადეს აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოსთვის 47 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ეს თანხა იმ 1 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომლის თაობაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა კონდოლიზა რაისმა მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადეს

სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 22-დეკემბერი-2008

2008 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 1016 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შევიდა 19 176 000 ლარი,

ტრეინინგი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილებებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების სტაჟირების კანდიდატებისათვის

თარიღი: 24-დეკემბერი-2008

ბათუმის რეგიონალური ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს ტრეინინგი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილებებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების სტაჟირების 24 კანდიდატისთვის.

13.3 მლნ დოლარის გრანტი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის

თარიღი: 25-დეკემბერი-2008

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა 1.2 მილიარდი იაპონური იენის (დაახლოებით 13.3 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრატნის შესახებ ურთიერთგაცვლის ნოტებს. დოკუმენტებს ხელი მოაწერს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასამიცუ ოკიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 30-დეკემბერი-2008

2008 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით შემოსულია 2662 განაცხადი. განაცხადების საფუძველზე სულ რეალიზებულია 496 903 306 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 203 363 786.75 ლარი.