აშშ-ს მთავრობის დახმარება შემოსავლების სამსახურისთვის

თარიღი: 05-მარტი-2008

მიმდინარე წლის 4 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ფინანსთა სამინისტროში, „საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამის” ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უსასყიდლოდ გადასცა 16 ერთეული „შევროლე ნივის” მარკის ავტომანქანა. საჩუქრის გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბატონი ჯონ ტეფტი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური.

სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 11-მარტი-2008

2008 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მიერ სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 163 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 11 596 000 ლარი შევიდა.

ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის

თარიღი: 21-მარტი-2008

მიმდინარე წლის 21 მარტს, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ვან კაივანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე”.

ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 13-მარტი-2008

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 55256814 ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9301261 ლარით ანუ 20%-ით მეტია.

დავების განხილვის საბჭომ თებერვალში 106 საჩივარი განიხილა

თარიღი: 18-მარტი-2008

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, 2008 წლის თებერვალში განხილულია 106 საჩივარი, საპრეტენზიო თანხამ 27106685 ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან სახელმწიფო ჯილდოებზე 79 400 ლარია გამოყოფილი

თარიღი: 26-მარტი-2008

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ”, „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2008 წლის 13 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული №122 განკარგულების თანახმად, გამოყოფილია 52 800 ლარი.

საგარეო ვალი 29 თებერვლის მდგომარეობით

თარიღი: 27-მარტი-2008

2008 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 1, 819, 882 ათასი დოლარია.

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 07-მარტი-2008

წლის დასაწყისიდან გრძელდება აქციზური მარკების რეალიზაციიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხების ზრდის დადებითი ტენდენცია.