2009 წლის იანვარ-თებერვლის ბიუჯეტების შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ
(ოპერატიული ინფორმაცია)
თარიღი:
05-მარტი-2009
საქართველოს 2009 წლის იანვარ-თებერვლის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 687.9 მლნ ლარით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 713.8 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104%.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი
თარიღი:
09-მარტი-2009
2009 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვა 760.7 მლნ ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის ვიზიტი შვეიცარიაში
თარიღი:
19-მარტი-2009
მიმდინარე წლის 19 მარტს, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საქმიან შეხვედრებს გამართავს შვეიცარიაში. ფინანსთა მინისტრი შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე დაათვალიერებს „ბარდონექსის” საბაჟო-გამშვებ პუნქტს, სადაც ორივე მხრიდან ერთობლივად ხდება საბაჟო ადმინისტრირება. კახა ბაინდურაშვილი დეტალურად გაეცნობა გამშვები პუნქტის მუშაობის სპეციფიკას. კერძოდ, რამდენად ეფექტურია სატრანსპორტო და ტურისტული ნაკადის მოძრაობის დინამიკა ერთობლივი საბაჟო კონტროლის პირობებში და რა დადებითი ეკონომიკური შედეგები მოაქვს ასეთი ტიპის კოორდინაციას.
ფინანსთა მინისტრის ვიზიტი ეგვიპტეში
თარიღი:
20-მარტი-2009
საქართველოში ინვესტირების პერსპექტივა განიხილება მიმდინარე წლის 20 მარტს, ეგვიპტის დედაქალაქში ფინანსთა მინისტრს, კახა ბაინდურაშვილსა და ადგილობრივი ბიზნესსექტორს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც ეგვიპტის 20-მდე მსხვილი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ეგვიპტური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის კუთხით, მსგავსი შეხვედრა ტარდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კახა ბაინდურაშვილი ასევე დაათვალიერებს რამოდენიმე მსხვილი კომპანიის საწარმოს.
გადამხდელთა მომსახურების ცენტრის გახსნა ქობულეთში
თარიღი:
23-მარტი-2009
მიმდინარე წლის 23 მარტს, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი და აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს ქობულეთის ადმინისტრაციული შენობის გახსნას. მომსახურების ცენტრი 5 ათასზე მეტ გადამხდელს მოემსახურება და მათ საშუალება ექნებათ მიიღონ გამარტივებული სერვისი დროის მცირე მონაკვეთში.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან
თარიღი:
24-მარტი-2009
მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის კოორდინაციას ისახავს მიზნად ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ინიციატივა, რომელიც ბიზნესფორუმის შექმნას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 24 მარტს ფინანსთა სამინისტროში კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნული ინიციატივა გააცნო საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, თურქეთ-საქართველოს, გერმანია-საქართველოს, შვედეთ-საქართველოს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
70 მლნ აშშ დოლარი გზების რეაბილიტაციისათვის
თარიღი:
25-მარტი-2009
საქართველოში მეორადი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისათვის ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსთვის 70.0 აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე მიმდინარე წლის 25 მარტს ფინანსთა სამინისტროში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სულუხიამ.
საბაჟო მოხელეებმა ეუთო-ს მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსები დაასრულეს
თარიღი:
27-მარტი-2009
მიმდინარე წლის 27 მარტს, გაიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ მებაჟეთა დაჯილდოვების ცერემონია, რომელთაც ეუთო-ს (OSCE) „ტრანზიციურ-ინსტიტუციონალური დახმარების პროგრამის” ფარგლებში 16-27 მარტს „ტერორიზმთან ბრძოლის” სასწავლო კურსი გაიარეს. მათთან ერთად აღნიშნული კურსები დაასრულეს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. პოლიციის აკადემიაში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრნენ ეუთო-ს ელჩი საქართველოში ტერი ჰაკალა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, სასაზღვრო და საპატრულო პოლიციების უფროსები, პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობა.