იანვარ-მარტის ბიუჯეტის შესრულება (ოპერატიული ინფორმაცია)

თარიღი: 03-აპრილი-2009

საქართველოს 2009 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 377.1 მლნ ლარით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 386.1 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%.

ფინანსთა მინისტრის შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

თარიღი: 03-აპრილი-2009

ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა ღია ფორმატის გამოყენებით განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას დონორთა მიერ გამოყოფილი დახმარებების ხარჯვის ტრანსპარენტულობისათვის. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა როგორც უშუალოდ დონორ ორგანიზაციებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ანტიკრიზისული კომისიის ფარგლებში. მიმდინარე წლის 3 აპრილს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მორიგი შეხვედრა გამართა დონორებთან, სადაც მინისტრმა მათ დეტალურად გააცნო თუ როგორი ეფექტურობით ხდება დონორთა მიერ დღეითვის გამოყოფილი თანხების ხარჯვა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები დაახლოებით 1.4 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფაზე სახელმწიფო და კერძო სექტორის დასახმარებლად. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა წელსვე, დაახლოებით 2.5 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების დაკონტრაქტების თაობაზე.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სემინარი ბაზალეთში

თარიღი: 10-აპრილი-2009

მიმდინარე წლის 4-5 აპრილს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ორგანიზებული სემინარი “სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) მიმდინარეობის შესახებ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი

თარიღი: 13-აპრილი-2009

2009 წლის იანვარ-მარტის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვა 1,442.6 მლნ ლარს შეადგენს

სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტი

თარიღი: 29-აპრილი-2009

28 აპრილიდან ფინანსთა სამინისტროში დაიწყო სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის III კომპონენტის (ადამიანური რესურსების მართვა) განხორციელება.