საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის პარტია აღმოაჩინა
თარიღი:
28-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქეები არმენ გასპარიანი და ვაგან აგაჯანოვი
სახაზინო ობლიგაციების №16 აუქციონის შედეგები
თარიღი:
28-აპრილი-2010
მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №16 აუქციონი.
საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული ტვირთი აღმოაჩინა
თარიღი:
27-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანის ფაქტზე ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს იური ლომიძე და კასიონ ჩიქვინიძე, რომლებმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან გამოგზავნილი სომხეთის რესპუბლიკისათვის განკუთვნილი მაღალი ძაბვის სპილენძის სადენები „დაფის“ მარკის ავტომობილით საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს საქართველოში.
საგამოძიებო სამსახურმა ნავთობის უკანონო მომპოვებლები დააკავა
თარიღი:
26-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნედლი ნავთობის უკანონოდ მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: მიხეილ უსტიაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თამაზ ცხვარიაშვილი, მამუკა ჩიტია, მალხაზ და გიორგი პაპავები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
23-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთისა და იმერეთის რეგიონში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მცხოვრები შოველი მჭედლიშვილი და ქ. ქუთაისში მცხოვრები მერაბ ბრეგაძე დააკავეს
ლაგოდეხში შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა
თარიღი:
23-აპრილი-2010
მიმდინარე წლის 22 აპრილს, ლაგოდეხში, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრის გახსნას დაესწრნენ.
საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტების გამყალბებლები დააკავა
თარიღი:
22-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ქ. რუსთავში მოქმედი შპს „მოდინახე 2008“-ის დირექტორი ვაჟა კურცხალია და შპს „პაკო ავტომოტივი“-ს წარმომადგენლები დააკავეს
სახაზინო ობლიგაციების №15 აუქციონის შედეგები
თარიღი:
21-აპრილი-2010
მიმდინარე წლის 21 აპრილს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №15 აუქციონი.
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული სქემა გაშიფრა
თარიღი:
20-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კორუფციული სქემა გაშიფრეს
საგადასახადო კოდექსის ვიდეოგანმარტებები გადამხდელთათვის
თარიღი:
19-აპრილი-2010
საგადასახადო კოდექსის უკეთ გაცნობისა და საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის, შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა საგადასახადო კოდექსის განმარტებების ელექტრონული ვიდეოვერსია.
საგამოძიებო სამსახურმა ძეხვეულის ფალსიფიკატორები დააკავა და ანტისანიტარული საამქრო დახურა
თარიღი:
19-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე დააკავეს ქ. თბილისში საცურაო კომპლექს „ლაგუნა-ვერე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი ინდივიდულური საწარმოს მეპატრონე თენგიზ იჩქიტიძე და საწარმოს ტექნოლოგი ვაჟა მელიქიშვილი
საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტების გამყალბებლები დააკავა
თარიღი:
16-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს ინდივიდუალური მეწარმეები ქ. ზესტაფონში მცხოვრები რევაზ დარდაგანიძე და ქ. ოზურგეთში მცხოვრები თენგიზ კვაჭანტირაძე
სახაზინო ობლიგაციების №14 აუქციონის შედეგები
თარიღი:
14-აპრილი-2010
მიმდინარე წლის 14 აპრილს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №14 აუქციონი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
14-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიკაციისა და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში უალკოჰოლო სასმელების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ქ. სიღნაღში მცხოვრები, გივი მეჭურჭლიშვილი
საქართველომ რუსეთის აგრესიამდე არსებული სუვერენული რეიტინგი დაიბრუნა
თარიღი:
13-აპრილი-2010
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's (S&P)-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურობის პროგნოზით „B“ დან „B+“-მდე გაზარდა.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს
თარიღი:
13-აპრილი-2010
12-13 აპრილს თბილისში გაიმართა საქართველო-გერმანიის სამთავრობო მოლაპარაკებები ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით საქართველოში დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
12-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების გადმოტანის ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე ილჰამ ალიევი
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის
თარიღი:
07-აპრილი-2010
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას. მიმდინარე წლის 7 აპრილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ახალი მომსახურების დეტალები მედიას გააცნო. გამარტივებული მომსახურება გადამხდელს სთავაზობს რეგისტრაციას ონლაინ რეჟიმში.
სახაზინო ობლიგაციების №13 აუქციონის შედეგები
თარიღი:
07-აპრილი-2010
მიმდინარე წლის 7 აპრილს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონი
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სამოქმედო გეგმა 2010 წლისთვის
თარიღი:
01-აპრილი-2010
მიმდინარე წლის 1 აპრილს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმას. რეფორმის მიზანია, სახელმწიფო ფინანსების მართვის შემდგომი განვითარება და გაძლიერება.