მეწარმეთათვის დასაბრუნებელმა თანხამ 1790660 ლარი შეადგინა
თარიღი:
02-მაისი-2008
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, 2008 წლის მხოლოდ აპრილის თვეში განხილულია 86 საჩივარი, საპრეტენზიო თანხამ 16522554 ლარი შეადგინა.
მეწარმეთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა იზრდება
თარიღი:
05-მაისი-2008
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის ეფექტური და კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის, მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.
იანვარ-აპრილის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრი გადაჭარბებით შესრულდა
თარიღი:
06-მაისი-2008
საქართველოს 2008 წლის იანვარ-აპრილის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 041.6 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 2 113.95 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103.5%, რაც 31.0%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.
077 - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ახალი სისტემა გადამხდელთათვის
თარიღი:
08-მაისი-2008
სახელმწიფოსა და გადამხდელს შორის ურთიერთობის ტრანსპარენტულობის, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, გადასახადებთან დაკავშირებით მოსახლეობისა და ბინზესსაზოგადოების ინფორმირებისათვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ამოქმედდა საკონსულტაციო-საცნობარო ცენტრი.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
13-მაისი-2008
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 132240535 ლარი, რაც 35318145 ლარით ანუ 36%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე (2007 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულმა თანხამ შეადგინა 96922391 ლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
15-მაისი-2008
2008 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მიერ სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 328 ნებართვა. მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ შეადგინა 13 236 000 ლარი, რაც 19.6%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
19-მაისი-2008
2008 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, აქციზური მარკების მოთხოვნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შემოსულია 964 განაცხადი. განაცხადების საფუძველზე რეალიზებულია 161 228 076 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც, აქციზის გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 67 125 029.59 ლარი. (2007 წლის ანალოგიურ პერიოდში აქციზის გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 49 980 601.78 ლარი).
ჰოლანდიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თარიღი:
20-მაისი-2008
მიმდინარე წლის 20 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა და საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ჰოლანდიის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა ვაუტერ ბოსმა, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელი შეუწყოს ორი უწყების თანამშრომლობას.
საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 30 აპრილის მდგომარებით
თარიღი:
30-მაისი-2008
2008 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2,359,174 ათასი დოლარია.
2008 წლის 30 აპრილის მდგომარეობით საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი შეადგენს 539,748 ათას დოლარს, მათ შორის: