ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით ჩატარებული კონკურსი-აუქციონის შედეგები
თარიღი:
04-მაისი-2009
საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით მიმდინარე წლის 23 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოცხადდა კონკურსი აუქციონი. საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე ხაზინის ფულადი რესურსებიდან გადასატანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 50.000.000 ლარით.
ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესასოციაციებს შორის თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერა
თარიღი:
05-მაისი-2009
ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესასოციაციებთან თანამშრომლობის ნიშნად ოფიციალური ქარტია გააფორმა. დოკუმენტის საფუძველზე ჩამოყალიბდება სპეციალური ბიზნესფორუმი, რომელიც მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის კოორდინაციას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის 5 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი-პალასში” ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესასოციაციებს შორის ოფიციალურად ხელი მოეწერა თანამშრომლობის ქარტიას, სადაც ჩამოყალიბებულია ყველა ის პრინციპი, რომლის საფუძველზეც იმუშავებს ბიზნესფორუმი.
აუქციონის შედეგები
თარიღი:
20-მაისი-2009
მიმდინარე წლის 19 მაისს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ჩატარდა აუქციონი ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით. აუქციონი გაიმართა 6 მონაწილეს შორის. გამოტანილი ქონება დაყოფილი იყო 7 ლოტად და მისი საწყისი ფასი შეადგენდა 32 830 ლარს. ვაჭრობის შედეგად მიღებულმა საბოლოო თანხამ 40 000 ლარი შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება
თარიღი:
26-მაისი-2009
ბოლო დღეებში მედიაში, გავრცელდა ინფორმაცია ინიციატივის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ეროვნულ ვალუტასთან - ლართან ერთად, მიმოქცევაში დოლარისა და ევროს შემოღებას და საბანკო ოპერაციებში ლარის პარალელურად, უცხოური ვალუტის გამოყენებას ითვალისწინებს.