აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 02-ივლისი-2008

2008 წლის იანვრ-ივნისის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით ინსპექციაში შემოსულია 1615 განაცხადი. ამ განაცხადების საფუძველზე სულ რეალიზებულია 265 778 524 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 108 441 610.94 ლარი.

ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 04-ივლისი-2008

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 205158197 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 47077555 ლარით ანუ 30%-ით მეტია.

მეწარმეთათვის დასაბრუნებელი თანხა

თარიღი: 07-ივლისი-2008

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში შემოსულია 245 საჩივარი, საპრეტენზიო თანხამ 76804253 ლარი შეადგინა.

გრძელდება სტაჟირების ახალი ეტაპი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში

თარიღი: 09-ივლისი-2008

ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურების ახალი, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებისათვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 7-8 ივლისს, ბათუმსა და ფოთში საბაჟო სტრუქტურებში სტაჟირების მსურველთათვის შესარჩევი კონკურსი ჩატარდა.

სახელმწიფო ჯილდოებისათვის გამოყოფილი ასიგნებები

თარიღი: 11-ივლისი-2008

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად, მიმდინარე წლის 7 ივლისის საქართველოს მთავრობის №452 განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 16 000 ლარი

სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 14-ივლისი-2008

2008 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 524 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 14 898 000 ლარი შევიდა

ერთობლივი სემინარი ქართველი და აზერბაიჯანელი საბაჟო და სასაზღვრო ორგანოების მოხელეთათვის

თარიღი: 17-ივლისი-2008

მიმდინარე წლის 16-17 ივლისს “წითელი ხიდის” საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებისათვის საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის “გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში გაიმართა სემინარი, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და აზერბაიჯანის საბაჟო სტრუქტურების წარმომადგენლები.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 19-ივლისი-2008

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ორგანიზებულ დამნაშავე პირთა ჯგუფი, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოჰქონდათ დიდი ოდენობის, ძვირადღირებული შერეული ტიპის საქონელი.

სტაჟირების მსურველთათვის სპეციალური სასწავლო კურსი დაიწყო

თარიღი: 21-ივლისი-2008

ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმსა და ფოთში კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორებისათვის დაიწყო სასწავლო კურსები.

რისკების მენეჯმენტი საბაჟოზე

თარიღი: 22-ივლისი-2008

ეფექტური საბაჟო სისტემის ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას, ბიზნეს-სექტორისათვის საბაჟო გაფორმების პროცედურების გამარტივებას ისახავდა მიზნად ფინანსთა სამინისტროს რეფორმა, რომელიც საბაჟოზე რისკების მართვის სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებდა.

საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 30 ივნისის მდგომარეობით

თარიღი: 24-ივლისი-2008

2008 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2,376,845 ათასი დოლარია.

იანვარ-ივნისის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრი გადაჭარბებით შესრულდა

თარიღი: 27-ივლისი-2008

საქართველოს 2008 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 184.0 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 3 263.2 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103%, რაც 31%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი

თარიღი: 30-ივლისი-2008

2008 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვა 3 693.9 მლნ ლარს შეადგენს.