თანამედროვე საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა

თარიღი: 01-ივლისი-2009

დასრულდა კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა. საქართველო-სომხეთის საზღვარზე 2009 წლის 1 ივლისიდან ოფიციალურად გაიხსნა „გუგუთის” ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი

ინფორმაცია საქართველოს 2009 წლის იანვარ-ივნისის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ (ოპერატიული ინფორმაცია)

თარიღი: 02-ივლისი-2009

საქართველოს 2009 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე) საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 601.5 მლნ ლარით. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 628.95 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 07-ივლისი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების დამზადება–გასაღების ფაქტზე დააკავეს გელა ცეცხლაძე, ზვიად გადელია, მევლუდ გეწაძე და გიორგი არწივაძე,

განახლებული საინფორმაციო სისტემა ფინანსთა სამინისტროში

თარიღი: 07-ივლისი-2009

მიმდინარე წლის 7 ივლისს, ფინანსთა სამინისტრომ და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტმა გამართეს ერთობლივი პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა სამინისტროს საინფორმაციო სისტემის სრულყოფისათვის ბოლო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებს. პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორის მოვალობის შემსრულებელი

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 09-ივლისი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს რუსთავის რეგიონალური ცენტრის „გუგუთის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე-ინსპექტორი

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 13-ივლისი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა–მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს ნიკოლოზ პარკაული და წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი თორღვა ხანგოშვილი, რომლებსაც თბილისში გასასაღებლად შემოჰქონდათ ყალბი ვალუტა – 25 000 დოლარი.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 14-ივლისი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ მებაჟეები კახაბერ სირაძე და ლევან პაპიაშვილი, რომლებმაც საქართველოში შემომავალ ერთ–ერთ მოქალაქეს საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქციის გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალეს ფული და მონობარათები.

OPIC-საქართველოში ინვესტიციების წახალისებისათვის

თარიღი: 17-ივლისი-2009

საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციასა (OPIC) და საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (IRMA) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში საქართველოში ამერიკული ინვესტიციების წახალისებისა და პოლიტიკური რისკების მართვის საკითხებში ერთობლივი პროგრამა შეიქმნება.

ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის ოფისის გახსნა საქართველოში

თარიღი: 20-ივლისი-2009

საქართველში კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენლობა იწყებს მუშაობას. მიმდინარე წლის 20 ივლისს, თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ: ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შაოიუ ჟაო.

ეგვიპტური კომპანია „Fresh”-ის პირველი ქარხანა საქართველოში

თარიღი: 21-ივლისი-2009

დაიწყო უმსხვილესი ეგვიპტური ინვესტიციის პირველი ეტაპის განხორციელება საქართველოში. მიმდინარე წლის 21 ივლისს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შევიდა კომპანია Fresh”-ის 5 ქარხნიდან ერთ-ერთი - გაზქურების წარმოების მთლიანი საწარმოო ხაზი. ქარხნის ასაწყობად საჭირო დანადგარების განბაჟების პროცედურა დღეს ადგილზევე მოხდა, რისთვისაც შეიქმნა პირველი პრეცედენტი და სპეციალურად ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში შევიდა ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი.

OPIC-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

თარიღი: 28-ივლისი-2009

საქართველოში საქმიანი ვიზიტი დაიწყო საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) ვიცე-პრეზიდენტმა როდ მორისმა. მიმდინარე წლის 28 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” (OPIC)-ის ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ბიზნესსაზოგადოებასთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (IRMA) ხელმძღვანელი ზურაბ სიმონია.

ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების ემისიას იწყებს

თარიღი: 30-ივლისი-2009

საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ” შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით,2009 წლის 5 აგვისტოდან განახორციელებს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ემისიას, - ამის შესახებ მიმდინარე წლის 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე სახაზინო სამსახურის უფროსმა კახა სეხნიაშვილმა განაცხადა.