საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
30-ივლისი-2010
თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით განხორციელებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლევან ვართანოვი.
საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
29-ივლისი-2010
ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდივიდუალური მეწარმე გივი პაპავა, რომელიც ქ. თბილისში მუხიანის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. „რადიოქარხნის“ მიმდებარე ტერიტორიზე განსაკუთრებით ანტისანიტარიულ პირობებში აწარმოებდა თევზეულის შებოლვას, შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას ბაზრობებსა და სხვა სავაჭრო წერტილებში რეალიზატორებს აბარებდა.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
თარიღი:
28-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 28 ივლისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №29 აუქციონი.
პრეზიდენტი ფინანსთა სამინისტროს მუშაობას გაეცნო
თარიღი:
27-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდა და დეტალურად გაეცნო სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და იმ სიახლეებს, რომელსაც ქვეყნის ფისკალური სამსახურები გეგმავენ გადამხდელთათვის მომსახურების გამარტივების კუთხით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი.
საგამოძიებო სამსახურმა ჟვანიას კლინიკის თანამშრომელი დააკავა.
თარიღი:
26-ივლისი-2010
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის სამსახურის უფროსი ბაჩანა ჩიგოგიძე.
ფინანსთა მინისტრის ვიზიტი ბულგარეთში
თარიღი:
26-ივლისი-2010
25 ივლისს დაიწყო და 27 ივლისამდე გაგრძელდება ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში.
ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთში
თარიღი:
22-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 22 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთში, სადაც იმართება შავი ზღვის აუზის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB)დირექტორთა საბჭოს 77-ე შეხვედრა.
სახაზინო ვალდებულებების №28 აუქციონის შედეგები
თარიღი:
21-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 21 ივლისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №28 აუქციონი.
საგამოძიებო სამსახურმა ლიტვის მოქალაქე დააკავა
თარიღი:
20-ივლისი-2010
გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლიტვის მოქალაქე დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
19-ივლისი-2010
განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ღირებულების პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრმლებმა დააკავეს შპს „გიორგი-ლაშას“ დირექტორი მადონა თურმანიძე, შპს „დორო+“-ის დირექტორი როსტომ დონაძე და საქართველოს მოქალაქეები
საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
16-ივლისი-2010
პეტრე-პავლეს სასაფლაოზე განხორციელებული კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ქ. თბილისში პეტრე-პავლეს სასაფლაოს დირექტორი გიორგი მენაბდიშვილი და ამავე სასაფლაოს თანამშრომელი დავით ხატიაშვილი
უკრაინის ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
16-ივლისი-2010
უკრაინულ-ქართული ურთიერთობები განიხილეს მიმდინარე წლის 16 ივლისს ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, სერგეი ტიგიპკოს შეხვედრისას, რომელსაც დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და უკრაინის დელეგაციის წევრები.
სახაზინო ვალდებულებების №27 აუქციონის შედეგები
თარიღი:
14-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 14 ივლისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №27 აუქციონი
ანონსი
თარიღი:
13-ივლისი-2010
მიდინარე წლის 13 ივლისს 16:30 საათზე ქ.რუსთავში (9 მაისის ქუჩა №8) ხელი ეწერება დაფინანსების ხელშეკრულებას (სპეციალური ღონისძიებები საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად - სამოქმედო გეგმა: 2009 ნაწილი III) ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის ფარგლებში ევროგაერთიანება საქართველოს მთავრობას გამოუყოფს 43.5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას.
საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
13-ივლისი-2010
განსაკუთრებით დიდი ოდენობის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლერი გულიკაშვილი, რომელსაც თავის სახელზე დარეგისტრირებული ჰქონდა რამდენიმე ფირმა და ამ ორგანიზაციების მონაცემების გამოყენებით ამზადებდა და ასაღებდა სხვადასხვა სამშენებლო მასალაზე გამოწერილ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებდა.
ევროგაერთიანების გრანტი დევნილთა დასახმარებლად
თარიღი:
13-ივლისი-2010
ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამას. მიმდინარე წლის 13 ივლისს ქ.რუსთავში ხელი მოეწერა დაფინანსების ხელშეკრულებას (სპეციალური ღონისძიებები საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად - სამოქმედო გეგმა: 2009 ნაწილი III) ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის ფარგლებში ევროგაერთიანება საქართველოს მთავრობას გამოუყოფს 43.5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას.
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხაზე გამოწერილი ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩინა
თარიღი:
12-ივლისი-2010
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრმლებმა დააკავეს შპს „თიბისა“ და შპს „კოლხის“ მფლობელი ნუგზარ კვახაძე
საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება
თარიღი:
09-ივლისი-2010
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს შპს „კოლაგის“ მფლობელი და დირექტორი ჯონი მინდორაშვილი
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავა
თარიღი:
08-ივლისი-2010
ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული ღონისძიება ჩაატარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რომლებმაც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გამგებელი თამაზ გვალია, ამავე ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი გიორგი ხაჩიძე და დაბა სურამში მცხოვრები, მოქალაქე ჯემალ ხაჩიძე. საგამოძიებო სამსახურმა აგრეთვე დააკავა ბოლნისის რაიონის დაბა თამარისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მუხრადინ ბაირამოვი.
სახაზინო ვალდებულებების №26 აუქციონის შედეგები
თარიღი:
07-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 7 ივლისს გაიმართა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №26 აუქციონი
დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თარიღი:
04-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 4 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსავლების სამსახურის თბილისისა და რუსთავის რეგიონული ცენტრების ერთობლივი ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მებაჟეებმა კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინა
თარიღი:
06-ივლისი-2010
ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გორის ლაბორატორიის სპეცილისტები გივი ხითაროვი და ვასილ კახნიაშვილი
საგამოძიებო სამსახურმა ს/ს „თელასის“ თანამშრომლები დააკავა
თარიღი:
02-ივლისი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ელექტრომრიცხველების მაჩვენებლების ხელოვნურად შემცირების დააკავეს სააქციო საზოგადოება „თელასის“ ორი თანამშრომელი: ლერი ლეთოდიანი და იგორ ბულბულაშვილი.
საგამოძიებო სამსახურმა დიპლომის გამყალბებელი დააკავა
თარიღი:
01-ივლისი-2010
ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, 69 წლის ავთანდილ დევდარიანი