სავალუტო ფონდის ტრანში
თარიღი:
21-აგვისტო-2007
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა მეექვსე და საბოლოო განხილვა საქართველოს მიერ “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი” პროგრამის შესრულების შესახებ და 21.3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ბოლო ტრანშის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
20-აგვისტო-2007
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2007 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 187084088 ლარი.
საგარეო ვალი იფარება
თარიღი:
15-აგვისტო-2007
მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 1 744,377 ათას დოლარს შეადგენს.
სტაჟირების მორიგი ეტაპი ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
13-აგვისტო-2007
რეგიონებში პროფესიონალური კადრების მომზადებისთვის, მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების გავლის მსურველთა საბუთების მიღებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და სახაზინო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოებში.