საჩივრების განხილვის შედეგები 2008 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში

თარიღი: 06-აგვისტო-2008

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში შემოსულია 297 საჩივარი, საპრეტენზიო თანხამ 86663490 ლარი შეადგინა.

ერთობლივი სემინარი ქართველი და აზერბაიჯანელი საბაჟო და სასაზღვრო ორგანოების მოხელეთათვის

თარიღი: 07-აგვისტო-2008

საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის “გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში გრძელდება სემინარები, ამჯერად “ლაგოდეხის” საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებისათვის.

ტრეინინგი თემაზე: ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კურსი

თარიღი: 08-აგვისტო-2008

საქართველოში ეუთოს (OSCE) მისიის “გარდამავალი ინსტიტუციონალური ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის დაგეგმილია ტრეინინგი „ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“

ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 11-აგვისტო-2008

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 241644218 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 53060328 ლარით ანუ 28%-ით მეტია

13 აგვისტოს შემოსავლების სახით ბიუჯეტში18 მილიონი ლარი შევიდა

თარიღი: 14-აგვისტო-2008

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სისტემაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 18-აგვისტო-2008

2008 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით ინსპექციაში შემოსულია 1948 განაცხადი. ამ განაცხადების საფუძველზე სულ რეალიზებულია 327 976 464 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 132 835 080.98 ლარი. (2007 წლის ანალოგიურ პერიოდში აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 101 123 435.02 ლარი).

სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 21-აგვისტო-2008

2008 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მიერ გაიცა 610 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 15 618 000 ლარი შევიდა.

იანვარ-ივლისის ბიუჯეტის შესრულება

თარიღი: 27-აგვისტო-2008

საქართველოს 2008 წლის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 777.5 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 3 801.3 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%, რაც 21%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები

თარიღი: 27-აგვისტო-2008

2008 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვა 4 310.6 მლნ ლარს შეადგენს.