MIGA საქართველოში ინვესტიციების წახალისებისათვის
თარიღი:
31-აგვისტო-2009
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, იზუმი კობაიაშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შედგა ბიზნეს-ფორუმი, რომელიც გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადება
თარიღი:
21-აგვისტო-2009
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დაგეგმილი აქვს სახაზინო ვალდებულებების ემისია 5 მლნ ლარის მოცულობით.
სახაზინო ვალდებულებების მეოთხე აუქციონის შედეგები
თარიღი:
26-აგვისტო-2009
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №4 აუქციონი.
იანვარ-ივლისის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრი
შესრულდა (ოპერატიული ინფორმაცია)
თარიღი:
04-აგვისტო-2009
საქართველოს 2009 წლის იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე)საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 088.6 მლნ ლარით, მობილიზებულ იქნა 3 106.9 მლნ ლარი,ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება
თარიღი:
04-აგვისტო-2009
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის 5 აგვისტოს დაგეგმილი აქვს სახაზინო ვალდებულებების 26-კვირიანი ემისია 5 მლნ ლარის მოცულობით.სახაზინო ვალდებულებების აუქციონი ჩატარდება საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში.
შეხვედრა საერთაშორისო ექსპრესგზავნილებზე
მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან
თარიღი:
04-აგვისტო-2009
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში,ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ექსპრეს(საფოსტო)გზავნილებზე მომუშავე 10-მდე კომპანიის,მათ შორის: „საქართველოს ფოსტის,” „ფედექსის,” „დი-ეიჩ-ელის,” „კარგო სერვისის” წარმომადგენლებთან, რომელზედაც განიხილეს მომსახურების გამარტივების კუთხით ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე,საუბარი შეეხო საფოსტო გზავნილების მიღების პროცედურების გამარტივებას.
სახაზინო ვალდებულებების პირველი აუქციონი
წარმატებით დასრულდა
თარიღი:
06-აგვისტო-2009
სახაზინო ვალდებულებების პირველი აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა კახა სეხნიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მდუმარე აქცია „შეჩერდი წუთით”ფინანსთა სამინისტროში
თარიღი:
07-აგვისტო-2009
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდუმარე აქციის „შეჩერდი წუთით” ფარგლებში,2009 წლის 7 აგვისტოს 15.00 საათზე,ფინანსთა სამინისტროს შენობის თავზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადება
თარიღი:
07-აგვისტო-2009
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დაგეგმილი აქვს სახაზინო ვალდებულებების ემისია 5 მლნ ლარის მოცულობით.ემისიის დაფარვის თარიღია 2010 წლის 4 თებერვალი.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
თარიღი:
10-აგვისტო-2009
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტვირთის შემოტანის ფაქტზე დააკავეს მებაჟე-ინსპექტორი მამუკა გოცირიძე და ინდ.მეწარმე კობა რცხილაძე.
სახაზინო ვალდებულებების მეორე აუქციონის
შედეგები
თარიღი:
12-აგვისტო-2009
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №2 აუქციონი.
სახაზინო სამსახურის უფროსის ბრიფინგი
თარიღი:
13-აგვისტო-2009
მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №2 აუქციონის შედეგები სახაზინო სამსახურის უფროსმა კახა სეხნიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადება
თარიღი:
15-აგვისტო-2009
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის 19 აგვისტოს დაგეგმილი აქვს სახაზინო ვალდებულებების ემისია 5 მლნ ლარის მოცულობით. ემისიის დაფარვის თარიღია 2010 წლის 18 თებერვალი.
სახაზინო ვალდებულებების მესამე აუქციონის შედეგები
თარიღი:
19-აგვისტო-2009
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №3 აუქციონი.