საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 31 ივლისის მდგომარეობით
თარიღი:
02-სექტემბერი-2008
2008 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2, 373, 410 ათასი დოლარია.
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
04-სექტემბერი-2008
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 269987205 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე
50794834 ლარით ანუ 23%-ით მეტია.
საჩივრების განხილვის შედეგები 2008 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში
თარიღი:
08-სექტემბერი-2008
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 83 საჩივარი,რომელთა თანხამ შეადგინა 9774974ლარი.
სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
10-სექტემბერი-2008
2008 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველოს მიერ გაიცა 687 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 16 306 000 ლარი შევიდა
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
თარიღი:
15-სექტემბერი-2008
2008 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით ინსპექციაში შემოსულია 2120 განაცხადი. ამ განაცხადების საფუძველზე სულ რეალიზებულია 364 535 505 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც, აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 147 992 509.48 ლარი.
მოხელეთა ატესტაცია
თარიღი:
16-სექტემბერი-2008
მიმდინარე წლის 13-14 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში მოხელეთა ატესტაცია ჩატარდა.
საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით
თარიღი:
18-სექტემბერი-2008
2008 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2, 331,758 ათასი დოლარია.
გაიხსნა საბაჟო-სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი”
თარიღი:
12-სექტემბერი-2008
ამერიკის შეერთხებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების საბაჟო-სასაზღვრო გამშვები პუნქტის მშენებლობა დასრულდა. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, საბაჟო-სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” ოფიციალურად გაიხსნა.