ტენდერები
29-იანვარი-2010
შესყიდვის ობიექტი _ იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს საქონლის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს 400000000  (ოთხასიმილიონი) ცალი იმპორტული  ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 2400000 (ორიმილიონოთხასიათასი) ლარი.
2.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ პირს.
3.იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2010-2011 წლების განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. პირველი მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში.
4.ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება, საკვალიფიკაციო მონაცემები (ერთ დახურულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 18 თებერვლის 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მე-17 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
5
.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
ა) ცნობა  შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო  სასამართლოდან, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში;
დ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;              
ე) ცნობა  საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოდან,  საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
ვ) ცნობა საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოდან,  რომ  არ  მიმდინარეობს რეორგანიზაცია ლიკვიდაცია.
6.სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
7.სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

 
8.სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებაზე თუ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირი მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადების მე-5 და მე-6 პუნქტებში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ასევე მე-16 პუნქტში მითითებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მე-7 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
9.ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების  ღირებულების  2%-ის ოდენობით.
10.შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია.
11.ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-15 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ)   2010 წლის 29 იანვრის 09:00 სთ-დან 2010 წლის 17 თებერვლის 18:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული ოთახი  N 8-9, სატენდერო კომისიის აპარატი.
12.ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
13.სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 18 თებერვლის 15:00 საათზე.
14.ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
15.სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი - 150 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები – ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგ. N 200122900, სახელმწიფო ხაზინა,    კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302006000, გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში მე-17 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
16.სატენდერო წინადადების წარდგენისათვის პრეტენდენტებმა უნდა გადაიხადონ საფასური _ 50 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:


მიმღები – ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ანგ. N 10591718543,ს.ს. ბანკი ,,რესპუბლიკის“ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი N220101757, გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები


17.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, ოთახი N8-9; ტელეფონი:(+99532) 261-335, 261-336; საკონტაქტო პირები: ირაკლი თადიაშვილი, ნინო ნაროზაშვილი.

შენიშვნა:  არარეზიდენტმა იურიდიულმა  პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების  დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ პრეტენდენტის რეგისტრაციის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სტრუქტურებიდან, ამასთან ორიგინალ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას მათი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
 

უახლესი ამბები