შესყიდვის ობიექტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საკურიერო და საფოსტო მომსახურება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საკურიერო და საფოსტო მომსახურება
1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 16) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საკურიერო და საფოსტო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 275080 ლარს.
| გზავნილის დასახელება |
განზომილების ერთეული |
რაოდენობა |
| საკურიერო მომსახურება |
შეკვეთილი წერილი |
ცალი |
100400 |
| სპეციალური წერილი |
ცალი |
40000 |
| საფოსტო მომსახურება |
შეკვეთილი წერილი |
ცალი |
112000 |
| სპეციალური წერილი |
ცალი |
10000 |
2.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საკურიერო და საფოსტო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება, საკვალიფიკაციო მონაცემები (ერთ დახურულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 25 თებერვლის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე მე-18 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
5.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1 იურიდიული პირებისათვის:
ა) ცნობა შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
5.2 ფიზიკური პირებისათვის:
შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულებიდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ.
5.3 როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
6.სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
7.სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
| N |
შეფასების კრიტერიუმი |
პრიორიტეტულობის კოეფიციენტები |
| 1 |
სატენდერო წინადადების ღირებულება |
0,50 |
| 2 |
მომსახურების ოპერატიულობა |
0,25 |
| 3 |
პრეტენდენტის ტექნიკური შესაძლებლობები |
0,15 |
| 4 |
გამოცდილება |
0.10 |
| |
სულ: |
1,00 |
8.სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებაზე თუ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირი მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადების მე-5 და მე-6 პუნქტებში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ასევე მე-17 პუნქტში მითითებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მე-7 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
9.თუ წინამდებარე შესყიდვის ფარგლებში, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გათვალისწინებული იქნება სუბკონტრაქტორების ჩართვაც, მაშინ, სატენდერო განცხადების მე-5 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო იქნება ასევე ყველა სუბკონტრაქტორისათვის.
10.ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
11.შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია.
12.ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-16 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ) 2010 წლის 5 თებერვლის 09:00 საათიდან 2010 წლის 24 თებერვლის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული ოთახი ¹8-9, სატენდერო კომისიის აპარატი.
13.ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
14.სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 25 თებერვალს 14:00 საათზე.
15.ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
16.სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი - 150 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ანგ. N200122900, სახელმწიფო ხაზინა, კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302006000
გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საკურიერო და საფოსტო მომსახურება
და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში მე-18 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
17.სატენდერო წინადადების წარდგენისათვის შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ საფასური _ 50 ლარის ოდენობით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.spa.gov.ge) მითითებულ ანგარიშზე (საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს გადახდის დანიშნულება _ სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საკურიერო და საფოსტო მომსახურება).
18.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, ოთახი N8-9; ტელეფონი: (+99532) 261-336, 261-335; საკონტაქტო პირები: ნინო ნაროზაშვილი, ირაკლი თადიაშვილი, ელ-ფოსტა: n.narozashvili@mof.ge, i.tadiashvili@mof.ge.