ტენდერები
09-თებერვალი-2010
შესყიდვის ობიექტი _ იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

ცვლილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 29 იანვარს
გამოცხადებულ ტენდერში
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები


განცხადების პირველი და მე-3 მუხლები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს 160000000  (ასსამოციმილიონი) ცალი იმპორტული  ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 960000 (ცხრაასსამოციათასი) ლარი.
3. იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2010 წლის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. პირველი მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში.

შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, ოთახი N8-9;
ტელეფონი: (+99532) 261-336; 261-335. 
საკონტაქტო პირები: ნინო ნაროზაშვილი, ირაკლი თადიაშვილი,
ელ-ფოსტა: n.narozashvili@mof.ge, i.tadiashvili@mof.ge

უახლესი ამბები