სიახლეები და მოვლენები
16-თებერვალი-2010
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღონისძიება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომელბმა  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს თბილისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კონტროლის სამმართველოს მთავარი ინსპექტორი ზვიად მემანიშვილი, რომელმაც ერთ–ერთი მეწარმის კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ინვენტარიზაციისას  გამორჩენის  მიზნით არ აღრიცხა რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების  სასურსათო საქონელი, ყურადღება არ მიაქცია საბუღალტრო დოკუმენტაციის გაუმართაობას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით, რააც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 
უახლესი ამბები