ტენდერები
19-თებერვალი-2010
შესყიდვის ობიექტი _ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად   ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები


1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სგპ ,,სარფი”-ს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 13947920 (ცამეტი მილიონ ცხრაასორმოცდაშვიდი ათას ცხრაასოცი) ლარი.
2.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3.სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 490 (ოთხასოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში.
4.ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება, საკვალიფიკაციო მონაცემები (ერთ დახურულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 11 მარტის 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მე-19 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
5.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1 იურიდიული პირებისათვის:
ა)
ცნობა  შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
გ) ცნობა საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოდან,  რომ  არ  მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
5.2 ფიზიკური პირებისათვის:
 ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებიდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ.
5.3 როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;    
გ) ცნობა  საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დ) განხორციელებულ სამუშაოებზე, დამკვეთის მიერ შედგენილი 2 ან მეტი სარეკომენდაციო წერილი;
ე) 2009 ან 2010 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მოგების დეკლარაციის ასლი;
ვ) ინფორმაცია 2007, 2008 და 2009 წლების განმავლობაში განხორციელებული სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების თაობაზე (წარმოდგენილი უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულებების ან/და შესაბამისი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები), რომელთა ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 35 500 000 (ოცდათხუთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები.
6.სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
7.ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს.
8.სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

 9.სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებაზე თუ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირი მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადების მე-5 და მე-6 პუნქტებში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ასევე მე-18 პუნქტში მითითებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მე-8 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
10.თუ წინამდებარე შესყიდვის ფარგლებში, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გათვალისწინებული იქნება სუბკონტრაქტორების ჩართვაც, მაშინ, სატენდერო განცხადების მე-5 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო იქნება ასევე ყველა სუბკონტრაქტორისათვის, გარდა 5.3 ქვეპუნქტის “დ“, “ე“, “ვ“ ქვეპუნქტებისა.
11.ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების  ღირებულების  2%-ის ოდენობით.
12.შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია.
13.ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-17 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ) 2010 წლის 19 თებერვლის 09:00 სთ-დან 2010 წლის 10 მარტის 18:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული ოთახი  ¹8-9, სატენდერო კომისიის აპარატი.
14.ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
15.სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 11 მარტის 15:00 საათზე.
16.ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
17.სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი - 150 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები – ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგ. N 200122900, სახელმწიფო ხაზინა,    კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302006000, გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის სგპ ,,სარფი”-ს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში მე-19 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
18.სატენდერო წინადადების წარდგენისათვის პრეტენდენტებმა უნდა გადაიხადონ საფასური _  50 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები – ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ანგ. N10591718543, ს.ს. ბანკი ,,რესპუბლიკის“ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი N220101757, გადახდის დანიშნულება – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის სგპ ,,სარფი”-ს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

19.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, ოთახი N8-9; ტელეფონი:(+99532) 261-335, 261-336; საკონტაქტო პირები: ირაკლი თადიაშვილი, ნინო ნაროზაშვილი.

შენიშვნა: არარეზიდენტმა იურიდიულმა  პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების  დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ პრეტენდენტის რეგისტრაციის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სტრუქტურებიდან, ამასთან ორიგინალ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას მათი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

 

 

 

 

 

 

უახლესი ამბები