შესყიდვის ობიექტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით)
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით)
1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ავტომობილების ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) შესყიდვაზე 6 ლოტად.
| ლოტი N |
მომსახურების გასაწევი რეგიონის დასახელება |
გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება (ლარებში) |
| 1 |
ქ. თბილისი |
566200.00 |
| 2 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი
(ქ. ფოთი ან მისი მიმდებარე ტერიტორია) |
42000.00 |
| 3 |
იმერეთი (ქ. ქუთაისი ან მისი მიმდებარე ტერიტორია) |
48500.00 |
| 4 |
აჭარა (ქ. ბათუმი ან მისი მიმდებარე ტერიტორია) |
57700.00 |
| 5 |
სამცხე-ჯავახეთი
(ქ. ახალციხე ან მისი მიმდებარე ტერიტორია) |
40800.00 |
| 6 |
კახეთი (ქ. თელავი ან მისი მიმდებარე ტერიტორია) |
43700.00 |
* დამატებითი ინფორმაცია მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
2.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ავტომობილების ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) გაწევა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება, საკვალიფიკაციო მონაცემები (ერთ დახურულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 16 მარტს 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მე-18 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
5.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1 იურიდიული პირებისათვის:
ა) ცნობა შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
5.2 ფიზიკური პირებისათვის:
ცნობა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულებიდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ.
5.3 როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის:
ა)სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
6.სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
7.სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
| N |
შეფასების კრიტერიუმი |
პრიორიტეტულობის კოეფიციენტები |
| 1 |
სატენდერო წინადადების ღირებულება |
0,60 |
| 2 |
პრეტენდენტის ტექნიკური შესაძლებლობები – ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით |
0,40 |
| |
სულ: |
1,00 |
8.სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებაზე თუ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირი მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადების მე-5 და მე-6 პუნქტებში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ასევე მე-17 პუნქტში მითითებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მე-7 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
9.თუ წინამდებარე შესყიდვის ფარგლებში, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გათვალისწინებული იქნება სუბკონტრაქტორების ჩართვაც, მაშინ, სატენდერო განცხადების მე-5 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო იქნება ასევე ყველა სუბკონტრაქტორისათვის.
10.ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი ან მეტი გამარჯვებული, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
11.შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია.
12.ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-16 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ) 2010 წლის 24 თებერვლის 09:00 საათიდან 2010 წლის 15 მარტის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული ოთახი N8-9, სატენდერო კომისიის აპარატი.
13.ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
14.სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 16 მარტს 16:00 საათზე.
15.ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
16.სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი - 150 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ანგ. N200122900, სახელმწიფო ხაზინა, კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302006000
გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით), საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში მე-18 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
17. სატენდერო წინადადების წარდგენისათვის შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ საფასური _ 50 ლარის ოდენობით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.spa.gov.ge) მითითებულ ანგარიშზე (საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს გადახდის დანიშნულება _ სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით).
18.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, ოთახი N8-9; ტელეფონი: (+99532) 261-336, 261-335; საკონტაქტო პირები: ნინო ნაროზაშვილი, ირაკლი თადიაშვილი, ელ-ფოსტა: n.narozashvili@mof.ge, i.tadiashvili@mof.ge.
შენიშვნა: არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ პრეტენდენტის რეგისტრაციის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური სტრუქტურებიდან, ამასთან ორიგინალ დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს მათი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.