საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს
დაფინანსების წყარო _ სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის ობიექტი _ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები
1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე 6 (ექვსი) ლოტად.
შესყიდვის ობიექტი:
ლოტი N1 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გარდაბანი”-ს (ქ. გარდაბანი, რკინიგზის ვაგზლის მიმდებარედ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (ექსპორტი). რომლის სავარაუდო ღირებულებაა 107909 (ასშვიდიათასცხრაასცხრა) ლარი;
ლოტი N2 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გარდაბანი”-ს (ქ. გარდაბანი, რკინიგზის ვაგზლის მიმდებარედ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (იმპორტი). რომლის სავარაუდო ღირებულებაა 241230 (ორასორმოცდაერთიათასორასოცდაათი) ლარი;
ლოტი N3 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო”-ს (მარნეული, სოფელ სადახლოს რკინიგზის ვაგზლის ტერიტორიაზე) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. რომლის სავარაუდო ღირებულებაა 169339 (ასსამოცდაცხრაათასსამასოცდაცხრამეტი) ლარი;
ლოტი N4 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შენობაში (ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ა) სარეკონსტრუქციო-სამონტაჟო და არქივის მოწყობის სამუშაოები. რომლის სავარაუდო ღირებულებაა 240480 (ორასორმოციათასოთხასოთხმოცი) ლარი;
ლოტი N5 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) (ქ. თელავში, ერეკლე II გამზ N1) არქივის ოთახის მოწყობის სამუშაოები. რომლის სავარაუდო ღირებულებაა 150450 (ასორმოცდაათიათასოთხასორმოცდაათი) ლარი;
ლოტი N6 _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო გამშვები პუნქტი “ლაგოდეხი”-ს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. რომლის სავარაუდო ღირებულებაა 110977 (ასათიათასცხრაასსამოცდაჩვიდმეტი) ლარი.
2.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3.სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს:
ლოტი N1 _ 70 (სამოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ლოტი N2 _ 150 (ასორმოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ლოტი N3 _ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ლოტი N4 _ 140 (ასორმოცი) კალენდარულ დღეში;
ლოტი N5 _ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ლოტი N6 _ 70 (სამოცდაათი) კალენდარულ დღეში.
4.ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება, საკვალიფიკაციო მონაცემები (ერთ დახურულ კონვერტში) და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 24 მარტის 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მე-19 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
5.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
5.1 იურიდიული პირებისათვის:
ა) ცნობა შესაბამისად თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
5.2 ფიზიკური პირებისათვის:
ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებიდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ.
5.3 როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დ) განხორციელებულ სამუშაოებზე, დამკვეთის მიერ შედგენილი 2 ან მეტი სარეკომენდაციო წერილი;
ე) 2009 ან 2010 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მოგების დეკლარაციის ასლი;
ვ) ინფორმაცია 2007, 2008 და 2009 წლების განმავლობაში განხორციელებული სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების თაობაზე (წარმოდგენილი უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულებების ან/და შესაბამისი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები), რომელთა ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარზე ნაკლები.
6.სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია (გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას).
7.ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ავანსის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს.
8.სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
| N |
შეფასების კრიტერიუმი |
პრიორიტეტულობის კოეფიციენტები |
| 1 |
სატენდერო წინადადების ღირებულება |
0,60 |
| 2 |
განსახორციელებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საგარანტიო ვადები და პირობები |
0,40 |
| |
სულ: |
1,00 |
9.სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებაზე თუ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირი მე-4 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადების მე-5 და მე-6 პუნქტებში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ასევე მე-18 პუნქტში მითითებულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაცია მე-8 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
10.თუ წინამდებარე შესყიდვის ფარგლებში, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გათვალისწინებული იქნება სუბკონტრაქტორების ჩართვაც, მაშინ, სატენდერო განცხადების მე-5 პუნქტის მოთხოვნები სავალდებულო იქნება ასევე ყველა სუბკონტრაქტორისათვის, გარდა 5.3 ქვეპუნქტის “ე“ და “ვ“ ქვეპუნქტებისა.
11.ტენდერის შედეგად გამოვლინდება ერთი ან მეტი გამარჯვებული, რომელმაც ხელშეკრულების გაფორმების დროს, უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
12.შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია.
13.ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს შეეძლებათ (მე-17 პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ) 2010 წლის 04 მარტის 10:00 სთ-დან 2010 წლის 23 მარტის 19:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისი 0114, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული ოთახი N8-9, სატენდერო კომისიის აპარატი.
14.ტენდერში მონაწილეობის მსურველ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.
15.სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2010 წლის 24 მარტის 15:00 საათზე.
16.ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
17.სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად შესყიდვებში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი - 150 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები – ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგ. N200122900, სახელმწიფო ხაზინა,კოდი 220101222, სახაზინო კოდი 302006000, გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები
6 (ექვსი) ლოტად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში მე-19 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
18.სატენდერო წინადადების წარდგენისათვის პრეტენდენტებმა უნდა გადაიხადონ საფასური _ 50 ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები – ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ანგ. N10591718543,ს.ს. ბანკი ,,რესპუბლიკის“ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი N220101757, გადახდის დანიშნულება – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 6 (ექვსი) ლოტად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
19.შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატში. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-8 სართული, ოთახი N8-9; ტელეფონი:(+99532) 261-335, 261-336; საკონტაქტო პირები: ირაკლი თადიაშვილი, ნინო ნაროზაშვილი.