სიახლეები და მოვლენები
09-მარტი-2010
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ აღაიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი გელხაური, რომელმაც ერთ-ერთ მოქალაქეს 150 ლარის სანაცვლოდ გადასცა  ყალბი ცნობები, თითქოსდა მან სოფელ აღაიანის ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის პირუტყვი ტრანსპორტირებისა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და დაკლა. სამართლადმაცველებმა გ. გელხაური უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

უახლესი ამბები