სახაზინო ვალდებულებების N17 და N18 აუქციონების შედეგები

თარიღი: 04-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.
№17 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ  10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 175 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მიღებული იქნა 13 განაცხადი, დაკმაყოფილდა 3.
აქციონის შედეგით,  დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებული განაცხადმა 4.92 %, მაქსიმალურმა - 4.98%,  ხოლო საშუალო შეწონილმა 4.960% შეადგინა.
№18 აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნამ შეადგინა 29 000 000 ლარი. მიღებული იქნა 9 განაცხადი, დაკმაყოფილდა 2.
აქციონის შედეგით  დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებულმა განაცხადმა 8.11 %, მაქსიმალურმა - 8.25%, ხოლო საშუალო შეწონილმა 8.208% შეადგინა.
სახაზინო ვალდებულებების მეცხრამეტე აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის  11  ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.