|
|
დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თარიღი:
04-ივლისი-2010
მიმდინარე წლის 4 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსავლების სამსახურის თბილისისა და რუსთავის რეგიონული ცენტრების ერთობლივი ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მებაჟეებმა კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
მათ საბაჟო წესების დარღვევით საქართველოში 35 კილოგრამი ძვირფასი ლითონი - 4 კილოგრამი ოქრო და 31 კილოგრამი ვერცხლი შემოჰქონდათ. ეჭვმიტანილები თბილისი-სტამბოლის რეისით მგზავრობდნენ. ამოღებული საქონლის სასაქონლო-მატერიალური ექსპერტიზის შემდეგ, წარიმართება ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|