|
|
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
თარიღი:
20-იანვარი-2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ
კონკურსს
გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება საგამოძიებო დეპარტამენტის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამმართველოებში:
- განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;
- ეკონომიკური საზღვრის წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
- თბილისის მთავარი სამმართველო;
- ქვემო ქართლის სამმართველო;
- კახეთის სამმართველო;
- მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;
- შიდა ქართლის სამმართველო;
- სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
- იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
- აჭარის და გურიის სამმართველო.
გამომძიებლის პოზიციაზე სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
უცხო ენის ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
უცხო ენის ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
სტაჟირების კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“;
საქართველო კანონი“ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის #790 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე”.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – პროფესიული ტესტირება;
II ეტაპი –ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში;
III ეტაპი –გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2012 წლის 20 იანვრიდან – 2 თებერვლის ჩათვლით.
განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის,
გთხოვთ ეწვიოთ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებ-გვერდს
www.mofacademy.ge
ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე– (032) 2261026
|
|