• იანვარი
  • თებერვალი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ივნისი
  • ივლისი
  • აგვისტო
  • სექტემბერი
  • ოქტომბერი
  • ნოემბერი
  • დეკემბერი
სიახლეების გამოწერა

შემოსავლების სამსახურმა გამოცდილება ავღანელ კოლეგებს გაუზიარა

თარიღი: 17-იანვარი-2012

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიმდინარე რეფორმები და ცვლილებები ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინიტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს.

უცხოელი სპეციალისტები, საქართველოში, ტვირთის გაფორმების გამარტივებული პროცედურითა და ელექტრონული რეგისტრაციის ფორმით დაინტერესდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება ვაჭრობისა და ბიზნესის სექტორში. ძალიან მოგვწონს ის რეფორმები, რაც წლების მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაატარეთ. ბიზნესის ელექტრონული რეგისტრაციისა და ლიცენზირების პროცესის გამარტივების საკითხებზე ვმუშაობთ, საქართველოს გამოცდილება კი ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა ბიზნეს დეპარტამენტის დირექტორმა ვაფიულახ იხტარმა.

გაფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო შარაშენიძემ აღნიშნა, რომ ავღანელებისთვის  საინტერესო სიახლე იყო ის, რომ არ არის აუცილებელი ტვირთის გასაფორმებლად გაფორმების დეპარტამენტში მისვლა, რადგან უკვე შესაძლებელია ეს ყველაფერი გააკეთო ელექტრონულად, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში 10-15 წუთში.

„ავღანელებს აინტერესებთ, როგორ დაინერგა ეს ცვლილებები საქართველოში, საიდან დავიწყეთ, რა სახის ცვლილებები განხორციელდა და აქვთ სურვილი, რომ დანერგონ ეს სიახლეები საკუთარ ქვეყანაში“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინიტროს შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ორგანიზებით იმყოფება.

„საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს ჩვენს ავღანელ სტუმრებს პირადად გაეცნონ აქ მიმდინარე პროცესებს”, - განაცხადა IFC -ის წარმომადგენელმა საქართველოში თეა გიგიბერიამ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, მხარს უჭერს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებს შორის ბიზნესის რეგულირების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, რითაც განვითარებად ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.