• იანვარი
  • თებერვალი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ივნისი
  • ივლისი
  • აგვისტო
  • სექტემბერი
  • ოქტომბერი
  • ნოემბერი
  • დეკემბერი
სიახლეების გამოწერა

ძალაში შევიდა “საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმება

თარიღი: 20-იანვარი-2012

ძალაშია შესული “საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმება.

აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

შეთანხმების მუხლები ნათლად განსაზღვრავენ ქვეყნებს შორის დაბეგვრის უფლებას, რათა პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგროს მხოლოდ ერთხელ და არ მოხდეს  გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ინდოეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. 2007-2010 წლების პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 158 600 500 ა.შ.შ დოლარი, აქედან ინდოეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 123 მლნ ა.შ.შ დოლარს გადააჭარბა, რაც იმავე პერიოდის მთლიანი იმპორტის ღირებულების 2.27%-ია.