ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა



მიმდინარე წლის 23 ივლისს, 71 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე“.

გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარუდგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს მთავრობამ 2013 წელს მნიშვნელოვნად გაზარდა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროების დაფინანსება.

2013 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფასა და სოციალურ დახმარებებზე 2011 წელთან შედარებით დახარჯულია 416,2 მლნ ლარით მეტი 2012 წელთან შედარებით 279,2 მლნ ლარით მეტი. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, დამატებით, დაიხარჯება 327,0 მლნ ლარით მეტი. ჯანდაცვის პროგრამებზე 2011 წელთან შედარებით დახარჯულია 158,3 მლნ ლარით მეტი, 2012 წელთან შედარებით 102,7მლნ ლარით მეტი 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დამატებით დაიხარჯება 169,8 მლნ ლარით მეტი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2011 წელს დაიხარჯა 759 მლნ ლარი, 2012 წელს 655 მლნ ლარი, ხოლო 2013 წელს გაწეული ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 800 მლნ ლარი შეადგინა. დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართა 39.3 მლნ ლარი; აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართა 21.3 მლნ ლარი; სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 233.1 მლნ ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 49.7 მლნ ლარი. აღნიშნული თანხების ფარგლებში განხორციელდა 7 000-ზე მეტი პროექტი.

განათლების სამინისტროს დაფინანსებაზე 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დახარჯულია 48,6 მლნ ლარით მეტი, ხოლო 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დაიხარჯება 78,4 მლნ ლარით მეტი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკემბერში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით სამინისტროს დაემატა 25,0 მლნ ლარი.

გასულ წელს, შრომის ანაზღაურება 73 მლნ ლარით გაეზარდათ თავდაცვის სამინისტროს, 20 მლნ ლარით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ხელფასები გაეზარდათ მოსამართლეებს.

შრომის ანაზღაურების სახით, 2012 წელთან შედარებით გაზრდილი 138.1 მლნ ლარიდან 92.1 მლნ ლარი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის ხელფასებს. შრომის ანაზღაურებაში 2013 წელს ამ მიმართულებით ზრდა, ასევე, გამოიწვია ახალი სამსახურების შექმნამ, მათ შორისა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, გარემოს ზედამხედველობის სამსახური, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2013 წელს გაცემული პრემიების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით შემცირებულია 11.6 მლნ ლარით, ხოლო დანამატების მოცულობა 38 მლნ ლარით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 914,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 15%-ით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან გაიზარდა 62%-ით.

ფინანსთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე, ასევე, ისაუბრა 2014 წლის 6 თვეში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2014 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია. იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5,9% შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში ზრდა გადააჭარბებს 6%-ს. ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაზრდილია 13%-ით. მიმდინარე წლის 6 თვეში, მშენებლობაში ზრდამ შეადგინა - 26,3%, სოფლის მეურნეობის სფეროში 22,1%, ოპერაციები უძრავ ქონებაზე -17,1% 2014 წლის პირველ ნახევარში მობილიზებულია წლის განმავლობაში დაგეგმილი მთლიანი შემოსულობების 43,6%, მათ შორის, გადასახადების ნაწილში მობილიზებულია წლიური გეგმის 47%;

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურ პროცესებში არსებული დინამიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდის 5%-ზე უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.

სხდომაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა. ფინანსთა მინისტრმა შემაჯამებელ სიტყვაში უპასუხა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა