ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ



მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, სერტიფიკატები მიიღეს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებმაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სასწავლო კურსში მიიღეს მონაწილეობა.

სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, გიორგი კურტანიძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა გადასცეს.

„ფინანსთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამჯერად, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს ორი მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი, მათ შორის, კომპანია „მაიკროსოფტის“ სპეციალისტების ხელმძღვანელობით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადავეცით სერტიფიკატები. ვულოცავ მათ და დარწმუნებული ვარ, ისინი შეინარჩუნებენ საქართველოში ამ დარგში მოწინავე პოზიციებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კურსი “თანამედროვე ვებტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება“ ჩატარდა სასწავლო ცენტრ „აიტი ნოლიჯში“ და მას უძღვებოდა კომპანია „მაიკროსოფტის“ მოწვეული სერტიფიცირებული ტრენერი ალექსანდრე ბაბიჩი, ხოლო კურსი „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით.

სასწავლო კურსი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება წარმოადგენს კომპანია „მაიკროსოფტის“ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე ორიენტირებული სასერტიფიკატო პროგრამის ნაწილს. მიღებული ცოდნა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის პროგრამისტებს საშუალებას მისცემს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის შექმნან ბევრად ხარისხიანი ელექტრონული პროდუქტები უფრო თანამედროვე ვებპლატფორმის გამოყენებით.

კურსი „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებს დაეხმარება მომხმარებლებთან სწორ კომუნიკაციაში, პრობლემურ მომხმარებლებთან მომსახურების ტექნიკის დახვეწაში, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაში, მომხმარებელთა ტიპების, მომსახურების ფსიქოლოგიის, პრაქტიკული უნარების ათვისებასა და გამოყენებაში.

აღნიშნული ტრენინგები საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის 37 თანამშრომელმა გაიარა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა