ნოდარ ხადური: Fitch-ის მიერ „პოზიტიური“ რეიტინგის მინიჭება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას



საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB-" ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება საგანგებო განცხადებით შეაფასა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის „პოზიტიური“ რეიტინგის მინიჭება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისათვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის გაზრდას და ეკონომიკურ წინსვლას.

ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

  •  საქართველო განაგრძობს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გატარებას, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ახალი Stand by arrangement პროგრამის ფარგლებში;
  • მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ასევე მოიცავს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს წვდომას ევროპულ ბაზარზე და ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის  ინვესტორებისთვის;
  • ბიზნესგარემო საქართველოში ხელსაყრელია, რაც ასახულია მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მე-8 ადგილით;
  • ეკონომიკურ პროგრესს ხელს უწყობს პოლიტიკური სიტუაციის ჩამოყალიბება. ივლისში საქართველოში მესამე თანმიმდევრული არჩევნები ჩატარდა, რომელიც იყო დამაგვირგვინებელი ფაზა ხელისუფლების მშვიდობიანი და გამჭვირვალე ცვლილების პროცესში. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს ინსტიტუტების გაძლიერება. შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციამ და ჩამოყალიბებამ, კორუფციის შემცირებასთან ერთად, გააძლიერა ბიზნესის ნდობა.
  •  ეკონომიკური ზრდა განახლდა და დაახლოებით 5% იქნება მომდევნო წლებში. საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი დაკავშირებულია საგარეო და საშინაო წყაროებიდან დაფინანსებულ პროექტებთან,  მათმა განხორციელებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ეკონომიკა.
  •  მთავრობა განაგრძობს გონივრული ფისკალური პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 40%-ის ქვემოთ საშუალოვადიან პერიოდში და ფისკალური დეფიციტის შემცირება 2015 წლიდან.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, პორტფელში საკმაოდ მაღალია შეღავათიანი სესხების მოცულობა, რაც ასევე იცავს ქვეყანას სავალუტო გაცვლითი კურსის ცვლილებით მოსალოდნელი შედეგებისგან.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა