გლობალ ფორუმის შემფასებელთა ჯგუფში საქართველოს წარმომადგენელი 3 წლის ვადით მიიღეს



მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სიტყვით გამოვიდა საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის მე-7 პლენარულ სესიაზე, რომელიც ქალაქ ბერლინში გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა გადასახადების სამართლიანი ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მზარდი გლობალიზაციის პროცესში, ასევე, არაკეთილსინდისიერი გადამხდელების მიერ გადასახადების გადახდისათვის თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმის სამდივნოსა და შემფასებელთა ჯგუფის წევრებს პოზიტიური შეფასებისთვის, რომლის მიხედვითაც, ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა პირველი ფაზა. მან, ასევე, განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს ვალდებულება, დანერგოს საგადასახადო ადმინისტრაციაში კარგი მმართველობის პრინციპები. ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების - ე.წ. „FATCA”-ს დანერგვის თაობაზე შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ გლობალ ფორუმის მე-7 სესიის მსვლელობისას, შემფასებელთა ჯგუფში 3 წლის ვადით იქნა მიღებული საქართველოს წარმომადგენელი, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს გლობალ ფორუმის წევრი 123 ქვეყნის საგადასახადო იურისდიქციის კანონმდებლობისა და მისი აღსრულების პრაქტიკის შეფასებას საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სტანდარტების სფეროში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია, გერმანიის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მიწვევით, 28-29 ოქტომბერს, ქალაქ ბერლინში, გამართულ საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის მე-7 პლენარულ სესიას დაესწრო.

სესიას დაესწრო 102 ქვეყნის საგადასახადო იურისდიქციისა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 300-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, 25 ფინანსთა მინისტრი.





სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა