2015 წლის 4 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N9 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 5,950%, მაქსიმალური - 6,479%, ხოლო საშუალო შეწონილი 6,249%.