50 მილიონი აშშ დოლარი ირიგაციის სისტემის რეაბილიტაციასა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტს მოხმარდება



მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის დაფინანსების შესახებ".

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ (IDA) საქართველოსთვის დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის (SDR 32,400,000) ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, რომელიც შემდეგ საირიგაციო არხებს ჩაუტარდებათ:

• ქვემო სამგორის არხი (კახეთი);
• თბილისი კუმისის არხი (ქვემო ქართლი);
• ზედა რუს არხი (შიდა ქართლი)

ამასთან, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე საპილოტე რეგიონში(მათ შორის შუახევი, ვანი, მარტვილი, მესტია, დედოფლისწყარო, გურჯაანი, გორი, მცხეთა, თიანეთი, თეთრიწყარო) მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.

პროექტის განხორციელების შედეგად, სარგებელს მიიღებს სოფლად მცხოვრები დაახლოებით 31,000 ოჯახი. გარდა ამისა, დაახლოებით, 19,000 ოჯახი, რომელთაც მიწის რეგისტრაციისთვის შერჩეულ საპილოტე რაიონებში არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ, გაუმჯობესებული წესებით და პროცედურებით ისარგებლებენ - მათ საკუთარი ნაკვეთების დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ.

პროექტს განახორციელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეშვეობით, ასევე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (NAPR).

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები.

 
 
 
 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა