ფინანსთა მინისტრის სიტყვა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე



• მოგესალმებით და მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო პატივისცემის გამოხატვით იმ მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისათვის, რომელსაც უკვე მრავალი წელია ჩვენი პარტნიორები /დონორები ახორციელებთ საქართველოს მიმართ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული რეფორმებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, ასევე გამოცდილების გაზიარების და ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ოპერაცია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ისევე როგორც ინტელექტუალური და ტექნიკური მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

• საქართველოს ეკონომიკა, მიმდინარე გლობალური ფინანსური თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და რომ არა დონორების მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სექტორების განვითარების მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსი, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მეტი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებოდა. 2008 წელს, რუსეთთან აგვისტოს ომის შემდგომ, დონორებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს და მისი საჭიროებისთვის დაახლოებით 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყვეს შეღავათიანი სესხების და გრანტების სახით. აღნიშნული დახმარება მიმართული იყო როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის მხარდასაჭერად, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნაში არსებული პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებაში. სამწუხაროდ, ამჟამად, ძირითადად გარე ფაქტორების გამო, საქართველო კვლავ აღმოჩნდა რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელთა დაძლევში იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი ტრადიციული დონორები/პარტნიორები კვლავ გამოიჩენენ გულისხმიერებას და შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში განიხილავენ საქართვეოლსთვის დამატებით დახმარების გამოყოფის შესაძლებლობას.

• წელს, ისევე როგორც შარშან, სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსების საგარეო წყაროებიდან, შეღავათიანი სესხების სახით, მილიარდ ლარზე მეტია (1.010 მლნ) გათვალისწინებული, მათ შორის, 690 მლნ ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. გათვალისწინებულია აგრეთვე 215 მლნ ლარის მიღება გრანტების სახით. ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ისეთი სექტორები როგორიცაა გზები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგების განვითარება და ა.შ. კვლავ რჩება უმთავრეს მიმართულებად და დონორების მიერ გამოყოფილი დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და განვითარებაზე მიიმართება.

• დონორების მიერ მოზიდული სახსრების ინფრასტრუქტურულ სექტორებში ინვესტირებით, ქვეყნის ეკონომიკას ეძლევა დამატებითი სტიმული, რაც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო წყაროებიდან მოზიდული ფინანსური რესურსის უდიდესი ნაწილი მიიმართება გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად რაც ნიშნავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მტკიცე საფუძვლის შექმნას.

• როგორც მოგეხსენებათ, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის უზრუნველყოფა მკაცრ ჩარჩოებს გვიწესებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამავდროულად პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მდგრადობის უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, სესხების აღებისას, მათ შორის, საგარეო წყაროებიდან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ შესაძლო პროექტებს შორის ამოვარჩიოთ საუკეთესო პროექტები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ყველაზე მეტად წაადგება. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ვალის ზრდასთან დაკავშირებული საფრთხეებისა თუ რისკების არაჯეროვნად შეფასებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მიიყვანა სავალო კრიზისამდე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალის მოცულობა დღეისათვის მნიშვნელოვნად როგორც საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ოსე მაასტრიხტის პაქტით დადგენილ ნორმებს.

• დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მეტად იქნება შესაძლებელი კერძო სექტორის დაფინანსების გაფართოება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას და რაც მნიშვნელოვანია, ეს თანამშრომლობა სრულ თანხვედრაში იქნება ჩვენი მთავრობის ხედვასთან და თქვენი მხარდაჭერით განხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, ისიც რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისში ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ღონისძიებები და უპირველესყოვლისა ეს ღონისძიება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ ცნობადობას და რაც მნიშნელოვანია, თბილისი ამ პერიოდში მოექცევა ევროპული ბიზნესის ცენტრში.

მადლობა ყურადღებისათვის

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა