შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია



მიმდინარე წლის 8 აპრილს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, შიდა ქართლში, ქ. გორში დაესწრო ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პროგრამა „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარადგინა.
„ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ, ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორში საფუძველი ჩაეყრება 480-ბინიანი კორპუსების მშენებლობას, რომელშიც დევნილი ოჯახები იცხოვრებენ, წელს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 75 ათას 490 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 8 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვალდებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და, მთლიანად, რეგიონის მოსახლეობისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეგიონის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
დღესვე პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი, ქალაქ გორის მერი და რაიონების გამგებლები დაესწრნენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა