ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას



მიმდინარე წლის 2-3 მაისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 48-ე შეკრებაში, რომელიც წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება.

ფორუმში მონაწილეობს 3 ათასზე მეტი მონაწილე, მათ შორის, არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც ნოდარ ხადური შეხვდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ტაკეჰინო ნაკაოს (Nakao), აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, კლაუს გერჰაუსერს. შეხვედრებზე განიხილება საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ბაქოში ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეხვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კერძოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, კაე იანაგისავას (Kae Yanagisawa)

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ფინანსთა მინისტრის შეხვედრები საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა