უთხარი მსოფლიოს რატომ არის საქართველო განსაკუთრებული - EBRD ფოტოკონკურსს აცხადებს



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, სპეციალურ ფოტოკონკურსს აცხადებს.

EBRD კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალებს სთავაზობს საკუთარი ფოტოების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს შესახებ.

იმისათვის, რომ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომდგენლებს, უპასუხოთ კონკურსის კითხვაზე - რატომ არის საქართველო განსაკუთრებული და რატომა არის ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო? შეგიძლიათ, ფოტოკამერით, ტელეფონით გადაღებული ფოტო მიმდინარე წლის 13 მაისამდე განათავსოთ სოციალურ მედიაში და გააკეთოთ ე.წ. თაგი (tag) EBRD-ის Instagram-ზე (@ebrd_official), Facebook-ზე ან Twitter-ზე (@EBRD), გამოიყენეთ ჰეშტაგი #Georgia15

EBRD საუკეთესო ფოტოებს გამოაქვეყნებს ინტერნეტ სივრცეში და ასევე განათავსებს მათ თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიიწვევს სპეციალურ ღონისძიებაზე.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც EBRD მუშაობს. მას აქვს უნიკალური კულტურა, პეიზაჟები და არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს.

წელს, მისი მომხიბლავი დედაქალაქი - თბილისი, EBRD-ს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდა ყველას მივცეთ საშუალება, გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ“, - ნათქვამია EBRD-ს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კონკურსთან დაკავშირებით გაკეთდა.
 (http://www.ebrd.com/news/2015/tell-the-ebrd-whygeorgia-is-special-for-you.html).

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა