თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა



დღეს, პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე საორგანიზაციო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის, პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდება მედია ცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით.

განახლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადი, ფოიე, სარკეებიანი დარბაზი, კეთილმოეწყო სასახლის ეზო, გაკეთდა სველი წერტილები, ბავშვებისთვის - საცეკვაო დარბაზი, შენობა უზრუნველყოფილია ინტერნეტითა და ახალი ელექტრო სისტემით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე გაიმართა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ EBRD-ის მხრიდან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებები ფაქტობრივად უკვე შესრულებულია, რისთვისაც EBRD-ის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.

EBRD-ის საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.

ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნესფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურულ შესაძლებლობებს და პოტენციალს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა