თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის 110 წლის იუბილე აღნიშნეს



დღეს, ფინანსთა მინისტრი, პროფესორი, ნოდარ ხადური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაესწრო ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო ღონისძიებას.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ვასილ ჩანტლაძე 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თსუ-ს ფინანსებისა და კრედიტების კათედრას. ამ პერიოდის განმავლობაში მან გამოაქვეყნა 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესი ნაწილი ფინანსების თეორიას, ეკონომიკის დარგთა ფინანსებს, ფინანსების ისტორიას, ეკონომიკური აზრის ისტორიას ეძღვნებოდა.

ვასილ ჩანტლაძის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.

ცნობილი მეცნიერის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტები.

ღონისძიება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ორგანიზებით გაიმართა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა