საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების დაფუძნება



მიმდინარე წლის 23 მაისს, ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.
  
აღნიშნული საზოგადოება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით დაფუძნდა.

საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტია თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. საზოგადოების დამფუძნებლები არიან აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორი რამაზ აბესაძე.

საზოგადოების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას. საზოგადოება ხელს შეუწყობს მეცნიერ-ეკონომისტთა კონსოლიდაციას ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, საქართველოს ეკონომიკური მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებში ჩართულობის გაძლიერებას, მოამზადებს სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც გამოიცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ასოციაციების მუშაობაში და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში, წარადგენს პროექტებს საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად, ჩაატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ღონისძიებებს, გამართავს მრგვალ მაგიდებს, შეხვედრებს ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების საკითხებზე და სხვა.

ღონისძიებას ცნობილი პროფესორები და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრნენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა