ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში MOF -2015 დაიწყო



დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში MOF-2015, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ.

წელს, ჩემპიონატში ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების 16 გუნდი მონაწილეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ართმევენ თავს მოვალეობებს, დასვენების პერიოდშიც ცდილობენ ერთად ყოფნას და უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა ის, რომ ტარდება სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში. ასე რომ, ჩემპიონატის პერიოდში ჩვენი თანამშრომლების აქცენტები, დატვირთვა სამსახურის შემდეგ, გადმოტანილი იქნება ამ დარბაზში და იმედი მაქვს, რომ სწორედ ღირსეული გუნდი გახდება წელს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონი მინიფეხბურთში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ჯგუფური ეტაპი გაიმართება 23 მაისიდან-1 ივნისის ჩათვლით, მეოთხედფინალები შედგება 6 ივნისს, ნახევარფინალები 8 ივნისს, ხოლო ფინალი - 13 ივნისს.

ჩემპიონატის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრი გადასცემს სამახსოვრო სიგელებს. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე დაჯილდოვდებიან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო მეკარე და ვეტერანი ფეხბურთელი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა