ფინანსთა სამინისტრო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს



26 მაისს, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრომ მოსახლეობისთვის მოაწყო სამინისტროს ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია, ასევე, მათ ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად, შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში: „დაგეგმე შენი ქვეყნის ბიუჯეტი“. გამოკითხვისას, მოქალაქეებს თავად შეეძლოთ გადაენაწილებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მათთვის პრიორიტეტული პროგრამებისა და სფეროების მიხედვით.

მთელი დღის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, მომსახურების სააგენტოს, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონსულტანტები და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უბნის საგადასახადო ოფიცრები და პირადი საგადასახადო მრჩევლები, ასევე, საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის კონსულტანტები მოსახლეობას ადგილზე უწევდნენ კონსულტაციას საკუთარი სერვისების და დანერგილი სიახლეების შესახებ.

„მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თაობამ, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს კუთხეს, ჩვეთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ის მომსახურება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში ახორციელებს. დღესაც, დასვენების დღეს, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია შევთავაზოთ სერვისი, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ვთავაზობთ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გაეცნონ თუ როგორ მუშაობს საბაჟო, საგადასახადო სამსახურები, ჩვენი საბიუჯეტო სისტემა, ხაზინა. აქვე მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაეწერონ კურსებზე, რომელსაც მათ ფინანსთა სამინისტროს აკადემია სთავაზობს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე - eAuction.ge ონლაინ რეჟიმში წარმოდგენილი ჰქონდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საინტერესო ლოტები. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ადგილზე შეეძინა მისთვის სასურველი პროდუქცია.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მოქალაქეებს შესთავაზა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო ტურებზე რეგისტრაცია.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე-ოფიცრები მოსახელეობას ადგილზე აწვდიდნენ ინფორმაციას საბაჟო პროცედურების შესახებ. წარმოდგენილი იყო კინოლოგიისა და ფიტო-ვეტერინარული სამსახურები.

საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის კონსულტანტებმა მოსახლეობას გააცნეს სამსახურის საქმიანობა ინოვაციური ტექნოლოგიების, საჯარო ფინანსების მართვისა და მათი ავტომატიზაციის მიმართულებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახური, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა