აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა



მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო საქართველოს მთავრობისა და დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვას.

შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი.

როგორც შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით მთავარ პრიორიტეტად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, დონორებთან ერთად შემუშავდეს საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო არტერიის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთის: რიკოთი - ზესტაფონის პროექტის განხორციელების გზები როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთისა და არგვეთის მონაკვეთების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლებისა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზის შედეგები.

აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა