ფინანსთა მინისტრმა ლევილში ქართველთა მამული მოინახულა



საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ლევილში ქართველთა სასაფლაო და მამული მოინახულა. მან ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრების -კონსტანტინე კანდელაკისა და გიორგი ჟურულის საფლავები.

ლევილში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ასევე საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი შეხვდნენ ნოე ჟორდანიას შვილს, ასოციაცია „ქართული კერა"-ს თავმჯდომარეს, ნათელა ჟორდანიას და ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზის.

ნათელა ჟორდანიამ ფინანსთა მინისტრს ქართველთა მამულისა და სასაფლაოების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩემთვის ლევილი საქართველოა საფრანგეთში. სწორედ ამ კედლებში ინახება საქართველოს ისტორია. რაც შეეხება მის მომავალს, მინდა ეს ადგილი შენარჩუნდეს როგორც ხიდი აწმყოსა და იმ წარსულს შორის, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო. გვინდა მომავალი თაობებისთვის მუდამ ცოცხლობდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოგონებები. საქართველოში დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპასთან ინტეგრაციაზე და ვფიქრობ, სწორედ ეს ადგილია საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპის დაახლოებისათვის" - აღნიშნა ქალბატონმა ნათელა ჟორდანიამ.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ლევილის ქართველთა მამულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

„ლევილი არის ადგილი, სადაც ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები თითოეულ დღეს ფიქრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და დღეს ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მათი ფიქრები ევროპულ საქართველოზე რეალიზებული იყოს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა