პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შედეგების პრეზენტაცია



მიმდინარე წლის 7 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა ვრცელი მოხსენება გააკეთა საქართველოში წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით პროგრამის მნიშვნელობის შესახებ, ისაუბრა ხელისუფლების პრიორიტეტებზე და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მეწარმეობის განვითარების საქმეში.

შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ასევე საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გამართა.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 90 ახალი სამრეწველო პროექტის დაწყებას, რომელთა მიახლოებითი საინვესტიციო მოცულობა 250 მილიონ ლარს აღემატება. კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის გაიცა 122 მილიონ ლარამდე ოდენობის სესხები, არსებული გათვლებით, განხორციელებული პროექტების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა